close
მედიცინა

პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, გარდაიცვალა

რიკ სლეიმანი, პირველი ადამიანი, რომელსაც თირკმელების დაავადების გამო გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს, გარდაიცვალა, – ინფორმაციას ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალურ საავადმყოფოავრცელებს.
საავადმყოფოს განმარტებით, არ აქვთ იმის ნიშანი, რომ პაციენტის სიკვდილი გადანერგვის შედეგი იყო.
62 წლის სლეიმანს ღორის თირკმელი მიმდინარე წლის მარტში, ოთხსაათიანი ქირურგიული ჩარევის შედეგად, გადაუნერგეს. აღსანიშნავია, რომ დიალიზზე მყოფ სლეიმანს იმავე საავადმყოფოში 2018 წელს ადამიანის თირკმელი გადაუნერგეს, თუმცა, 5 წლის შემდეგ ორგანომ ვეღარ იმუშავა და პაციენტმა დიალიზის მეთოდით მკურნალობაგანაახლა.
საავადმყოფოს ღორის თირკმელი კომპანია eGenesis-მა მიაწოდა და ის გენეტიკურად მოდიფიცირებულ ღორს ეკუთვნოდა. კერძოდ, ღორისგან ადამიანისთვის საზიანო გენები ამოიღეს და, თავსებადობის გასაუმჯობესებლად, ადამიანისგარკვეული ადამიანის გენები დაუმატეს. კომპანიამ ასევე დაბლოკა ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსები, რომლებსაც აქვთ ადამიანების დაინფიცირების პოტენციალი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ქირურგებმა ღორის თირკმელებიტვინით მკვდარ ადამიანებს გადაუნერგეს.

წყარო : reuters.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0