close
სიქოლოგია

პერსონაჟები და პიროვნული განვითარება

1280x720_3328126

ალბათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ინტერნეტში ერთხელ მაინც შეგხვედრიათ მხატვრულ ნაწარმოებებზე დაფუძნებული ქვიზები, მაგალითად: “რომელ სახლს მიეკუთვნებით ჰოგვარტსში ან ვესტეროსში?” “რომელი “გიჟი მეფე” ხართ?” შექსპირის რომელი როლის შესასრულებლად ხართ დაბადებული?” და ა.შ. საინტერესოა, თუ რატომ უნდა გვინდოდეს ამის ცოდნა.

რანდი შედლოსკი-შუმეიკერის ხელმძღვანელობით, ამ საკითხთან დაკავშირებით 2014 წელს ერთი კვლევა ჩატარდა. სტატია სახელწოდებით “მე-ს გაფართოება გამოგონილი პერსონაჟების საშუალებით” (Self-Expansion through Fictional Characters) პარასოციალური ურთიერთობის (ცალმხრივი) კონცეპტიდან მომდინარეობს – ეს შედარებით ახალი ტერმინია სოციალურ მეცნიერებებში და მედიის წყალობით, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ნამდვილ და გამოგონილ ადამიანებს შორის ზღვარი (მე ვარსებობ, ჰერმიონ გრეინჯერი კი – არა), ძალიან რთულია ასეთი მკაფიო ზღვარი გავავლოთ ნამდვილ და გამოგონილ ურთიერთობებს შორის. შესაძლოა, თქვენც აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციაში, როდესაც მენტალური წარმოდგენა შეგიქმნიათ ვიღაც პიროვნებაზე და გიფიქრიათ იმაზე, თუ რას მოიმოქმედებდა იგი კონკრეტულ სიტუაციაში.

შეუძლიათ თუ არა გამოგონილ მეგობრებს უკეთეს ადამიანად გვაქციონ? უსაფრთხო მანძილის გარდა, რისი შემოთავაზება შეუძლია შეთხზულ ყაჩაღთან ურთიერთობას? შუმეიკერის კვლევა იმ მასშტაბებს განიხილავს, სადაც პარასოციალურ ურთიერთობებს თვით-განვითარება შეუძლიათ გაგვიადვილონ, ან სელფის უფრო დიდი პასუხისმგებლობა ჩამოგვიყალიბონ. ნამდვილ სამყაროში, შუმეიკერის სიტყვებით, თვით-განვითარება მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანს განვიხილავთ, როროგრც “ცოდნისა და გამოცდილების სანდო წყაროს”. შეუძლია თუ არა გამოგონილ პერსონაჟს იგივე სიძლიერის გავლენა ჰქონდეს ჩვენს გაუმჯობესებაზე?

დიახ – ასე აჩვენებს კვლევა. უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვეს, უცნობი ნოველა წაეკითხათ. ნოველა ახალგაზრდა პიროვნებას ეხებოდა, რომელიც სირბილის შეჯიბრებაში იღებდა მონაწილეობას, და შემდეგ სტუდენტებს უნდა შეეფასებინათ პროტაგონისტი თავიანთ ორ ნამდვილ ნაცნობთან (ახლო მეგობარი და კლასელი) და ორ სატელევიზიო პერსონაჟთან ერთად (ერთი ფავორიტი და ერთი არაფავორიტი პერსონაჟი) სხვადასხვა განზომილებებით. თვით-განვითარებას 14-ნაწილიანი სკალით ზომავდნენ (მაგ.: “რამდენად გეხმარება X შენი თავის ცნობიერების გაუმჯობესებაში?” ან “რამდენად შეგცვალათ X-ის ცოდნამ უკეთესობისკენ?”) და კორელაცია დადგინდა არა იმის საფუძველზე, რეალური იყო თუ არა პიროვნება, არამედ იმის საფუძველზე, არამედ ურთიერთობის ინტენსივობაზე დაყრდნობით.

კვლევამ აჩვენა, რომ ახლო მეგობრები ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ თვით-განვითარებაზე, შემდეგ – სატელევიზიო პერსონაჟები, ბოლოს კი – რიგითი ნაცნობები. რაც უფრო მეტად მსგავსი იყო გამოგონილი პერსონაჟი ექსპერიმენტის მონაწილის იდეალურ (და არა ნამდვილ) მე-სთან, უფრო ძლიერი იყო გავლენა.

თუმცა არავინ ამტკიცებს, რომ პარასოციალურ ურთიერთობებს რეალურის ჩანაცვლება შეუძლიათ, ავტორები კვლევას ძალიან მნიშვნელოვან “კარგ ამბად” განიხილავენ, რადგან იგი მიანიშნებს, რომ ჩვენი ურთიერთობებიდან განვითარების შესაძლებლობები მხოლოდ ყოველდღიური ინტერაქციებით არ შემოიფარგლება. ავტორთა თქმით, “მხატვრულ სამყაროში გადასვლა პიროვნული ზრდის საშუალებას იძლევა იმდენად, რამდენადაც გამოგონილი პერსონაჟების გამოცდილებები, პერსპექტივები და ცოდნა უშუალოდ მკითხველის განვითარებას უწყობს ხელს.” აქედან გამომდინარე, პარასოციალური ურთიერთობები მოდელებს გვიყალიბებს “განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც დროებით ან ქრონიკულად იზოლირებულნი არიან, აქვთ ლიმიტირებული სოციალური ურთიერთობები ან მხოლოდ ჰომოგენურ სოციალურ ჯგუფებში ატარებენ დროს.”

https://digest.bps.org.uk/2014/08/20/can-relationships-with-fictional-characters-aid-our-self-development/

სტატიის ავტორი : მარიამ შავგულიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი