close
სტრონომია - კოსმოსი

„პერსევერანსმა“ მარსის ზედაპირზე მოძრაობა დაიწყო

78687

NASA-ს როვერმა „პერსევერანსი“ მარსის ზედაპირზე მოძრაობა დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აპარატმა 6,5 მეტრი გაიარა. NASA-მ ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც როვერი მიერ მარსის ზედაპირზე დატოვებული კვალი ჩანს. დაფარული დისტანციის სიმცირის მიუხედავად, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

„იმ მომენტში, როდესაც როვერი მოძრაობას იწყებს, თავს მარსის ზედაპირის მკვლევარებად ვთვლით“, – განაცხადა NASA-ს სპეციალისტმა, კეტი სტეკ მორგანმა.

როვერის წითელ პლანეტაზე, კრატერ ჯეზეროში დაჯდომიდან 2 კვირა გავიდა. ინჟინერები ამ დროის განმავლობაში აპარატის სისტემებსა და ხელსაწყოებს ამოწმებდნენ. მარსული წლის განმავლობაში „პერსევერანსმა“ დაახლოებით 15 კილომეტრი უნდა გაიაროს. მეცნიერების მიზანი კრატერში არსებული ქვებია. მათ იმედი აქვს, რომ ქვებში ძველი მარსული ბიოლოგიური აქტივობის კვალს აღმოაჩენენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი