close
სტრონომია - კოსმოსი

პენტაგონმა „პირამიდის ფორმის“ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კადრების ავთენტურობა დაადასტურა

8385634856385638

პენტაგონში აცხადებენ, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ძალებმა გადაიღო, ავთენტურია.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მსგავს იდუმალ სანახაობებს, ზოგადად მოიხსენიებენ, როგორიც უცხოპლანეტელებს (ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს), თავდაცვის წრეებში უფრო თანამედროვე ტერმინია „დაუდგენელი საჰაერო ფენომენი“ (UAP) – და ეს არის ის, რასაც სადაზვერვო სამსახურები სერიოზულად აღიქვამენ.

რაც შეეხება ახლად დაფიქსირებულ ამოუცნობ ობიექტებს, ერთ-ერთი მათგანი პირამიდის ფორმისაა, მასთან ერთად კი კიდევ სამი ობიექტი მოძრაობს.

ობიექტები USS Russell-ის გემის ეკიპაჟმა 2019 წლის ზაფხულში სან-დიეგოს სანაპიროდან გადაიღო. ისინი ხომალდის მაღლა დაახლოებით 210 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდნენ.

ობიექტების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ამერიკელმა კინორეჟისორმა, ჯერემი კორბელმა და რეპორტიორმა ჯორჯ კნაპმა მოიპოვეს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ მითითებული ფოტოები და ვიდეო კადრები გადაღებულია საზღვაო ძალების პერსონალის მიერ,“- განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა სიუზან გოფმა.

მისი თქმით, დაუდგენელი საჰაერო ფენომენის სამუშაო ჯგუფმა, რომლის მიზანი მსგავსი შემთხვევების გამოკვლევა და ნებისმიერი პოტენციური საფრთხის დროულად გამოვლენაა, ისინი მიმდინარე გამოკვლევებში შეიტანა.

 

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი