პანამის ტროპიკულ ტყეებში იზრდება უნიკალური სახეობა — ტონკას ხე (Dipteryx oleifera), რომელმაც ევოლუციის გზით არაჩვეულებრივი უნარი შეიძინა: ის არა მხოლოდ გადარჩენას ახერხებს გაელვების შემდეგ, არამედ მის მეშვეობით სპობს კონკურენტ მცენარეებს.
ათი წლის განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევამ, 100-მდე მეხის დაცემა დააფიქსირა სპეციალური სენსორების, კამერებისა და დრონების საშუალებით. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მაშინ, როცა მეხი სერიოზულ ზიანს აყენებს ტყის ეკოსისტემას, ტონკას ხე პრაქტიკულად უვნებლად რჩება. მეხის დარტყმა კი აზიანებს ხესთან ახლოს მყოფ მცენარეებსა და პარაზიტული ვაზებს, რითაც ხეს ბუნებრივად უხსნის გზას — უთავისუფლებს სივრცეს, რესურსებს და მზის შუქს.
თითოეული მეხის დაცემის შედეგად საშუალოდ 2.4 ტონა ბიომასა ზიანდებოდა და ხის მჭიდროდ შემოხვეული პარაზიტული ვაზების დაახლოებით 78% ნადგურდებოდა. ეს თავისებური „თვითგაწმენდის მექანიზმი“ არა მხოლოდ ზრდის ტონკას წვდომას რესურსებზე, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებს მისი გამრავლების უნარს.
ხე საშუალოდ 40 მეტრამდე (130 ფუტი) იზრდება და მაღალი სიმაღლის წყალობით ბუნებრივად ხდება მეხის მიზანი. ტონკას ხის უნიკალური მექანიზმი ცხადად აჩვენებს, როგორ შეუძლია ბუნებას, ევოლუციის გზით, ყველაზე დამანგრეველი ძალების გადარჩენის ინსტრუმენტად გადაქცევა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”