close
კვლევებიმედიცინა

ონკოლოგები: მცენარეული აბები ონკოპაციენტებისთვის საზიანოა

მცენარეულ აბებს ონკოლოგიური  პაციენტებისთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლისაბონში გამართულ მკერდის კიბოს საერთაშორისო კონფერენციაზე ონკოლოგებმა განაცხადეს.მათი მტკიცებით, ზოგიერთი მცენარეული პრეპარატის ინგრედიენტმა შესაძლოა, სიმსივნური დაავადების მკურნალობის კურსს ხელი შეუშალოს.

გამოცემის ცნობით, ნივრის, ჯანჯაფილისა და გინგკო ბილობას შემცველი აბები მკერდის კიბოს მქონე პაციენტებში ჭრილობების შეხორცებას და დაზიანებული კანის აღდგენის პროცესს აფერხებს. ქირურგისა და პროფესორის, მარია კარდოსოს თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მცენარეული თერაპია მუშაობს.

ქირურგები მოუწოდებენ პაციენტებს, რომ ექიმს ყოველთვის ამცნონ, თუკი მცენარეული შემადგენლობის აბებს ან მალამოებს იყენებენ. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მცენარეული პროდუქტების დიდ ნაწილს შეუძლია შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს ჰორმონალურ თერაპიასა თუ ქიმიოთერაპიის კურსს. ზოგიერთი მათგანი კი სისხლის შედედების პროცესს ახანგრძლივებს, რის გამოც ჭრილობები დროულად ვერ ხორცდება.

პროფესორ კარდოსოს თქმით, გასაკვირი არ არის, როცა კიბოს პაციენტები ალტერნატიულ მეთოდებს მიმართავენ, თუმცა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ მცენარეული თერაპიით შესაძლოა, ორგანიზმს სარგებელზე მეტად ზიანი მოუტანონ.

გაზიარება:
fb-share-icon0