close
ს საინტერესოა

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან დადებული კონტრაქტი, დასის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, შეაჩერა

1609946966-ananiashvili-1024×576

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელად მიიწვიეს.

ანანიაშვილი ელოდა, რომ საზოგადოების მხრიდან კრიტიკა იქნებოდა, თუმცა თავად პრიმა-ბალერინა ნოვოსიბირსკის თეატრთან დადებულ კონტრაქტს პოლიტიკურ ჩარჩოში არ აქცევს. ანანიაშვილი გადაწყვეტილებას პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური მდგომარეობით ხსნის, რადგან ბალეტის მსახიობები იძულებულები გახდნენ ყველა დადგმა მომავალი წლისთვის გადაედოთ და ყველა გასტროლი გაეუქმებინათ. რადგანაც დაზუსტებით არავინ იცის 2021 წელს როგორ შეიცვლება პანდემიის გამო ვითარება, ეს გადაწყვეტილება მიიღო და აპირებს ქართულთან ერთად რუსულ დასს უხელმძღვანელოს.

მიუხედავად ამისა, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებენ. გადაწყვეტილების მიზეზი, კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, დასის ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება გახდა ოფიციალურ წარდგენამდე, რაც დასის უპატივცემულობის უკიდურეს გამოვლინებად მიიჩნიეს.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც იანვრის შუა რიცხვებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანისა და ნინო ანანიაშვილის შეხვედრას გამართავენ.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი