close
ს საინტერესოა

ნიგერიელი ქალი: ქმარმა მე და შვილები ცისფერი თვალების გამო მიგვატოვა

BBC_0

ორი შვილის დედა რისიკატ აზიზ-აიეგბემი ნიგერიის ქალაქ ილორინის მაცხოვრებელია. ცისფერი თვალების გამო მას არაერთხელ შექმნია პრობლემა სამშობლოში.

თავდაპირველად მშობლებსაც კი რისიკატის თვალის ფერი დაავადება ეგონათ და ახალშობილი შემოწმებაზე საავადმყოფოში მიიყვანეს, როგორც აღმოჩნდა გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო, თვალის ფერი კი ძალზედ იშვიათი ანომალიაა. განსხვავებული გარეგნობის გამო მას ექიმის ცნობა სკოლისთვისაც დასჭირდა, რათა მასწავლებლები დაერწმუნებინა, რომ ინფექციური დაავადების მატარებელი არ არის.

ცისფერი თვალები გამოყვა მის ორივე შვილს, რასაც ვერ შეეგუა აზიზ-აიეგბემის ქმარი და ოჯახი მიატოვა. მრავალი ნიგერიელის აზრით, ამ ფერის თვალები მხოლოდ ალქაჯებს აქვთ.

“ქმარმა მე და შვილები ცისფერი თვალების გამო მიგვატოვა. როდესაც ჩემი შვილები არაბულის გაკვეთილებს ესწრებიან, კლასელები დასცინიან, ალქაჯებს ეძახიან. ქმარზე მისი ოჯახი ახდენდა ზეწოლას, მათ არ სურდათ ცისფერთვალება ბავშვები ჰყოლოდა. ახლა მშობლების სახლში ვცხოვრობთ, ისინი გვარჩენენ”. – ამბობს ვიდეოში რისიკატი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი