close
სტრონომია - კოსმოსიაქართველო

„ნასამ“ მთვარეზე გასაგზავნად გორის ქალთა გუნდის ნამუშევრები შეარჩია

4235325345435

გორის ქალთა გუნდის ოფიციალურ გვერდზე საინტერესო სიახლე ვრცელდება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ნასამ“ მთვარეზე გასაგზავნად, მსოფლიოს ხელოვანებთან ერთად, ქართული გუნდის რამდენიმე ნამუშევარი შეარჩია. გუნდის გვერდზე გამოქვეყნებულია ერთ-ერთი ჩანაწერიც.

„ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია!

გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე მ თ ვ ა რ ე ზ ე ! ! !

არ მოგესმათ! დიახ, მ თ ვ ა რ ე ზ ე!..

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს – NASA – National Aeronautics and Space Administration-ის, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex (იდეის ავტორი Dr. Samuel Peralta), რომელიც გაიგზავნება მთვარეზე, სადაც შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევარი მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. საქართველოდან კი შეირჩა გორის  ქალთა გუნდი.

სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით, ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები: „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“ ეკუთვნის ჩვენს გენიოსს, მსოფლიო კომპოზიტორს, ბატონ იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“ (სოლისტები თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი).

ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე -2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს!

ნაწარმოებებთან ერთად გაიგზავნა ასევე გუნდის ბრწყინვალე ისტორიაც, რომლის დაარსება ეკუთვნის გენიალურ ბატონ შალვა მოსიძეს და გორის სასწავლებლის გენიალურ ხელმძღვანელს, ბატონ სანდრო კაჭარავას!

ასევე ეს სამი ნამუშევარი EP-ს სახით გამოიცა Lenø Records-ზე და მისი მოსმენა შეგიძლიათ ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე (Apple Music, Spotify, etc) https://distrokid.com/hyperfo…/goriwomenschoir/lunar-codex

ჩაწერილი და გადაღებულია გიორგი გვარჯალაძის მიერ Leno Records-ში.

ყდის დიზაინი ეკუთვნის ქეთი გვარჯალაძეს.

ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაცია „ნაკვალევი“-ს დამფუძნებელს, ქალბატონ თამარ გოგატიშვილს მხარდაჭერისთვის. მისი ჩართულობა რომ არა, ეს ამბავი არ მოხდებოდა.

უღრმესი და უდიდესი მადლობა გიორგი გვარჯალაძეს (Lenø Records -ს), გვერდში დგომისთვის და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის!

დიდი მადლობა ჩვენ ფილიპინელ მეგობარს, Romana Go-ს, აქტიური მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის!

უღრმესი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს თავდადებისთვის და მუსიკის ასეთი სიყვარულისთვის! მიუხედავად კოვიდის შემოტევისა, მაინც მოვახერხეთ ამ გენიალური საქმის ბოლომდე მიყვანა!

…თუ როგორ მოვახერხეთ, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია, ჩვენო უსაყვარლესო გულშემატკივრებო!“

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი