close
ედიცინა

ნარკოდამოკიდებულებს ე.წ. „ლომკის“ მოსახსნელად ტვინში სპეციალურ იმპლანტს უდგამენ

rtyg

ამერიკელი ექიმები ნარკოტიკებზე დამოკიდბულ პაციენტებს ე.წ. „ლომკის“ მოსახსნელად ტვინში სპეციალურ იმპლანტს უდგამენ.

ერთ-ერთი ბოლო ქირურგიული ოპერაცია ექიმებმა აშშ-ში, ვირჯინიის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 33 წლის ნარკოდამოკიდებულ ახალგაზრადას 1 ნოემბერს ჩაუტარეს.

ოპერაციამდე პაციენტებს ტვინის რამდენიმე სკანირება უტარდებათ, ოპერაციის  დროს ექიმები ქალაზე პატარა ხვრელს აკეთებენ  და 1 მილიმეტრიან ელექტროდს პაციენტის თავის ტვინის იმ ნაწილში დგამენ, რომელიც დამოკიდებულებისა და თვით-კონტროლის იმპულსებს აკონტროლებს. ბატარეას ლავიწის ძვლის ქვეშ ათავსებენ და ექიმთა და ფსიქოლოგთა გუნდი ტვინის მოქმედებას დისტანციურად აკონტროლებს. ისინი აკვირდებიან, ხდება თუ არა „ლომკის“ რეციდივი. პაციენტები მონიტორიგნის ქვეშ 2 წლის განმავლობაში უნდა დარჩნენ.

„დამოკიდებულება კომპლექსურია, რომელიც სოციალურ დინამიკასა და გენეტიკურ ელემენტებს მოიცავს, ამიტომ ზოგიერთი ადამიანის ტვინი ნელა შეიცვლება და უფრო ძლიერი „ლომკაც“ ექნებათ,“ – აცხადებენ ექიმები.

ე.წ. ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) აშშ-ში ისეთი დაავადებების სამკურალოდ არის დამტკიცებული, როგორიცაა პარკინსონის დაავადება, ეპილეპსია და აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი. ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ კი DBS-ის გამოყენება პირველად მოხდა. მსოფლიოში ტვინის იმპლანტით დაახლოებით 180,000 ადამიანი ცხოვრობს.

წყარო : bbc

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი