close
მედიცინა

მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა მომაკვდავი პაციენტის ტვინის აქტივობა ჩაწერეს

მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა მომაკვდავი პაციენტის ტვინის აქტივობა ჩაწერეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ახალმა დაკვირვებამ მოგვცა პირველი ხედვა იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში სიკვდილის დროს.

დაკვირვება ესტონეთში 87 წლის კაცზე მოხდა, მას შემდეგ რაც ის სპეციალურ განყოფილებაში დაცემის შემდეგ შეიყვანეს. სამწუხაროდ, პაციენტის გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. თუმცა, უწყვეტი EEG მონიტორმა მისი ტვინის აქტივობა ჩაწერა და ეს ყველაფერი სიკვდილის დროს.

ტვინის აქტივობა EEG-ში ასახულ რხევებში იზომება. მეცნიერებს გამოვლენილი აქვთ ამ რხევების სხვადასხვა ტიპები, როგორიცაა ალფა, ბეტა, დელტა, თეტა და გამა. გამა რხევები ასოცირდება უფრო მაღალ შემეცნებით შესაძლებლობებთან, როგორიცაა კონცენტრაცია, ოცნება, მედიტაცია, მეხსიერება, ინფორმაციის დამუშავება და ცნობიერი აღქმა. 87 წლის კაცის შემთხვევაში, მკვლევრებმა დააფიქსირეს ყველა სხვადასხვა ტიპის ტვინის აქტივობა, მაგრამ მათ შორის გამა ტალღები უფრო დომინანტური იყო. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს ტალღები დაკავშირებულია მეხსიერების გააქტიურებასთან სიცოცხლის ბოლო მომენტებში.

„რხევების გენერირების მეშვეობით, რომლებიც დაკავშირებულია მეხსიერების აღდგენასთან, ტვინი შესაძლოა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენებს მართლაც უკანასკნელად იხსენებდეს, ისევე როგორც ეს სიკვდილთან დაკავშირებული გამოცდილებების შემთხვევაში ფიქსირდება”, – თქვა დოქტორმა აჯმალ ზემარმა, ნეიროქირურგმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.

ეს ადამიანის შემთხვევაში ასეთ დროს ტვინის ტალღების პირველი ჩანაწერია, თუმცა, მეცნიერებს მსგავსი ტალღები ვირთხების სიკვდილის დროს აქვთ ჩაწერილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების გარშემო ტვინის აქტივობის სპეციფიკური ცვლილებების მიუხედავად, მსგავსი გამოვლინებები შეიძლება ხდებოდეს ყველა სახეობაში.

თუმცა, მკვლევრები ჯერ საბოლოო დასკვნის გაკეთებას არ ჩქარობენ. ზუსტი დასკვნებისთვის კვლევის გაგრძელება იქნება საჭირო, ამისთვის ერთი შემთხვევის აღწერა საკმარისი ვერ იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0