close
ვლევები

მსოფლიოში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლი იკლებს – რა არის მიზეზი

pjimage-81-1

მსოფლიოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იმატებს. კოვიდის პრევენციის მიზნით, ქვეყანების უმრავლესობაში ლოქდაუნი ხელმეორედ გამოცხადდა.

თუმცა, ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, კვლევებმა აჩვენა, რომ  სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელმა იკლო.

კერძოდ, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მატების მიუხედავად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსგავი ტემპით არ იზრდება.

მაგალითად, როგორც Nuffield Department of Primary Care Health Sciences-ის უფროსი სტატისტიკოსი, ჯეისონ ოკე აცხადებს, დიდ ბრიტანეტში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ივნისის თვესთან შედარებით შემცირებულია.

„რა თქმა უნდა, სიკვდილიანობის  რიცხვი ახლაც იზრდება, თუმცა არა ისე საგანგაშოდ, როგორც ეს ადრე ხდებოდა“,- აცხადებს ოკე.

ოკეს განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ივნისის ბოლოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3%-მდე იყო. აგვისტოში ის დაახლოებით 0,5%-ით შემცირდა. ახლა კი, 0,75%-ია.

ასევე,NYU Grossman School of Medicine-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ლეტალობის მაჩვენებელმა ნიუ-იორკშიც იკლო.

ასევე, NYU– ს გუნდის მიერ აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების ფართო ანალიზმა აჩვენა, რომ აშშ-ში აპრილის თვეში სიკვდილიანობის მაჩვებელი 6,7%-ი იყო, სექტემბერში კი აღნიშნულმა რიცხვმა 1,9%-ი შეადგინა. კვლევა Journal of Hospital Medicine-ში გამოქვეყნდა.

მიზეზები:

ახალგაზრდების ინფიცირება

სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი, პირველ რიგში, ინფიცირებულთა ასაკში უნდა ვეძებოთ.

Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. თუმცა,ზაფხულის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. შეკრებებისა და დისტანცირების შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალგაზრდები სათანადოდ აღარ იცავდნენ უსაფრთხოების ნორმებს. ამან  კი ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილის შეცვლა გამოიწვია.

ივლისში, WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „პანდემიის ახალი რისკ-ჯგუფი ახალგაზრდები არიან“.

„ახალი შემთხვევების სწრაფ ზრდას, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, ადგილი აქვს 20-39 წლის ასაკობრივ კატეგორიებში“,- განაცხადა კლუგემ.

გაუმჯობესებული მკურნალობის მეთოდები

ლეტალობის მაჩვენებლის კლება, ასაკის ცვლილებასთნ ერთად, მკურნლობის მეთოდების დახვეწითაა გამოწვეული. კერძოდ, ექიმებს კოვიდთან საბრძოლველად ახლა უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე პანდემიის დასაწყისში.

„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი კლავ ისეთი საშინელია, როგორც ადრე, მკურნალობის მეთოდების დახვეწა ნამდვილად მუშაობს“,- აცხადებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, ჯანდაცვის დეპარტამენტის, ასოცირებული პროფესორი და ექიმი, ლეორა ჰორვიცი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი