close
ედიცინასოფლიო

მსოფლიოში ბავშვების უეცარი და აუხსნელი ჰეპატიტით დაავადების შემთხვევები იზრდება

69BEE2E7-7BE7-46CF-9908-2FB79599B539

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 33 ქვეყანაში მცირეწლოვან ბავშვებში უეცარი და აუხსნელი ჰეპატიტის სულ მცირე 650 შემთხვევას იკვლევენ, კიდევ 99 შემთხვევა კი კლასიფიკაციის მოლოდინშია.
შემთხვევათა დაახლოებით ერთი მესამედი, 222, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, ხოლო 216 დაფიქსირდა – აშშ-ში.
გამოკვლევაში ჩართული ბავშვების უმეტესობა მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში დაავადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჰეპატიტი სწრაფად ვითარდება და, როგორც ჩანს, კლინიკურად უფრო მძიმეა. ბავშვების უფრო მეტ ნაწილს ღვიძლის უკმარისობა უვითარდება.
დაავადებული ბავშვების უმეტესობა,75%, 5 წლამდე ასაკისაა და მათი უმეტესობა მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.
ამ ბავშვებში გამოირიცხა ჰეპატიტის, როგორიცაა A, B, C, D და E ჰეპატიტი, გამომწვევი ჩვეულებრივი ვირუსები. შემთხვევებს შორის ყველაზე ძლიერი კავშირი, როგორც ჩანს, არის ადენოვირუსი 41, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს კუჭ-ნაწლავის აშლილობას, დიარეას და ღებინებას; ეს სიმპტომები ბევრ დაზარალებულ ბავშვს აღენიშნა სიყვითლემდე.
თუმცა ექსპერტები განმარტავენ, რომ ადენოვირუსი 41-ის „დანაშაულებრიობა“ ბოლომდე გარკვეული არ არის, რადგან არასოდეს ყოფილა ცნობილი, რომ ის იწვევს ჰეპატიტს ბავშვებში, რომლებსაც არ აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა.
გაერთიანებული სამეფოს მეცნიერები ს განცხადებით, შემთხვევების გამოკვლევისას მათ აღმოაჩინეს ადენოვირუსის აქტივობის ზრდა, რომელიც თანაცირკულირებს SARS-CoV-2-თან, ვირუსთან, რომელიც იწვევს Covid-19-ს.
ჯანმოში განმარტავენ, რომ რიგ შემთხვევებში  გამოვლინდა SARS-CoV-2, თუმცა მონაცემები არასრულია.
მკვლევარები ასევე ეძებენ სხვა შესაძლო მიზეზებს, მათ შორის გარემოს ზემოქმედებას, ტოქსინებს და სხვა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი