close
ვლევები

მომდევნო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში თითქმის 5 მილიონით ნაკლები გოგო დაიბადება – კვლევა

6D8F6706-E46B-456F-8BD8-B969B65DB147

მეცნიერების შეფასებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნებში, სადაც უპირატესობა მამრობითი სქესის შთამომავლობას ენიჭება, სელექციური აბორტების გამო 4,7 მილიონით ნაკლები გოგო დაიბადება. ამის შესახებ France 24-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ტენდენციამ შესაძლოა სქესობრივი თანასწორობა დაარღვიოს. 40 წლის განმავლობაში სელექციური აბორტები ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში გახდა პოპულარული.

ბავშვის სქესის მიხედვით არჩევის საზოგადოებაზე მოკლე და გრძელვადიანი გავლენის დასადგენად, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ბოლო 50 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ადამიანის დაბადების შესახებ მონაცემები დაამუშავა. მათ ყურადღება გაამახვილეს 12 ქვეყანაზე, სადაც კაცებისა და ქალების თანაფარდობა 1970 წლიდან გაიზარდა და კიდევ 17 სახელმწიფოზე, სადაც ეს თანაფარდობა შესაძლოა სოციალური და კულტურული ტენდენციების გამო გაიზარდოს.

მეცნიერებმა ორი სცენარი შეიმუშავეს. პირველი სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, მეორე კი ტენდენციებზე დაკვირვებას. პირველი სცენარის მიხედვით, შესწავლილ ქვეყნებში 2030 წლისთვის 4,7 მილიონი გოგოს დეფიციტი დაფიქსირდება. მეორე სცენარის მიხედვით კი 2100 წლისთვის ეს ციფრი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 22 მილიონს შეადგენს.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მამრობითი სქესის ბავშვების სიჭარბე „საქორწინო კრიზისს“ გამოიწვევს. მათივე თქმით, გოგოების დეფიციტს საზოგადოების კეთილდღეობაზეც ნეგატიური გავლენა ექნება.

„საზოგადოებაში ქალების რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა ანტისოციალური ქცევისა და ძალადობის დონე გაზარდოს, რასაც საბოლოო ჯამში გავლენა ექნება გრძელვადიან სტაბილურობასა და მდგრად სოციალურ განვითარებაზე“, – მიიჩნევენ კვლევის ავტორები.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სელექციური აბორტების პრაქტიკა აღმოსაფხვრელია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი