close
ამოგონება - ინოვაციაექნოლოგიები

მკვლევრებმა თავისუფლად მოძრავი ანიმაციური ჰოლოგრამები შექმნეს!

00F74486-7DB8-47DF-9BE6-18713B77DB4A

მშვიდობით ტელევიზორებო, გამარჯობა ჰელედოკებო!

ჯერ კიდევ 2018 წელს Brigham Young University-ის მკვლევრებმა წარადგინეს მოწყობილობა “ოპტიკური ხაფანგის ეკრანი”, რომელიც თავისუფალი მცურავი ჰოლოგრაფიული სურათების შესაქმნელად ლაზერებს იყენებდა. სწორედ იგივე გუნდს ეკუთვნის ახალი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ჰოლოგრაფიული სურათების ანიმირებაა შესაძლებელი – მშვიდობით ტელევიზორებო, გამარჯობა ჰელედოკებო!

3D ჰოლოგრამების უმეტესობა სპეციალური ეკრანის ჩვენებას საჭიროებს… მართალია, ისინი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რეალურ სივრცეშია მოცემული, მაგრამ ოდნავ გვერდზე გახედვაც ამსხვრევს ამ ილუზიას… ზემოთ ხსენებული მკვლევრების პრინციპი კი რადიკალურად განსხვავებულია – ეკრანს ლაზერები ანაცვლებს: უხილავი, რომელიც ჰაერში მცურავ პაწაწინა გაუმჭვირვალე ნაწილაკით მანიპულირებს და ხილული, რომელიც ნაწილაკს სხვადასხვა ფერის საშუალებით ანათებს.

ტრადიციული ჰოლოგრამების შეზღუდული ხედვის კუთხისგან განსხვავებით, დამკვირვებელს შეუძლია, ეს თავისუფლად მცურავი ოპტიკური ხაგანგის გამოსახულება ნებისმიერი კუთხიდან დაინახოს და მის გარშემო იაროს ისე, რომ 3D ეფექტი არ გაქრეს.

ოპტიკური ხაფანგის მონიტორებში გამოყენებული ტექნოლოგიის სამწლიანმა გაუმჯობესებამ ახლა BYU- ს მკვლევარებს საშუალება მისცა, დიდი ნაბიჯი გადაედგათ ანიმირებული გამოსახულებებისკენ. გუნდმა საოცარი შედეგი გვიჩვენა – განსაკუთრებით “ვარსკვლავური ომების” გულშემატკივრები აღფრთოვანდებიან, როდესაც ობი-ვანისა და დართ ვეიდერის მინიატურულ ვერსიას ნახავენ.

მკვლევრებმა რეალური ობიექტის ჰოლოგრამულად მოძრაობის ტექნიკა შეიმუშავეს. ის ადამიანის თითებით მართვადი მარიონეტის პრინციპზეა დაფუძნებული. ოპტიკური ქმედებების გამოყენებით, როგორიცაა პერსპექტიული და პარალელური მოძრაობებით თამაში, შესაძლოა, ჰოლოგრამები გაცილებით დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი