close
ამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ღორის სისხლისგან ცილის ფხვნილი შექმნეს, რომლის გამოყენებასაც საკვები დანამატის სახით გეგმავენ

46

დანიელმა მკვლევარებმა ღორების სისხლისგან ცილის ფხვნილი შექმნეს, რომელიც საკვები დანამატის სახით იქნება გამოყენებული.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გუნდი ფიქრობს, რომ ღორის სისხლი შეიძლება ადამიანისთვის ცილის მდგრად წყაროდ იქცეს.

ღორის ხორცის წარმოების შედეგად ამჟამად დანიაში 60 000 ტონა ღორის სისხლი რჩება და მათი უმეტესობა საერთაშორისო ბაზარზე ცხოველების საკვების სახით იყიდება. მაღალი კვებითი ღირებულების გამო მეცნიერები ფიქრობენ, რომ ღორის სისხლი შეიძლება სხვადასხვა საკვებში დანამატის სახით იქნას გამოყენებული.

ცილის ფხვნილს, რომელსაც მეცნიერთა აღნიშნული გუნდი აწარმოებს, თეთრი ფერი და ნეიტრალური გემო აქვს, ამიტომ იგი არ ცვლის იმ პროდუქტის გემოს, რომელსაც უმატებენ.

მეცნიერები განმარტავენ, რომ 5000 ტონა ცილის ფხვნილის მისაღებად 60 000 ტონა სისხლია საჭირო. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მეთოდით, რომელიც პაპაიას ნაყოფის გამოყენებით ხორციელდება. პაპაიას აქვს ფერმენტი, რომელსაც შეუძლია გამოყოს ცილა სისხლიდან, ის ასევე გამოაცალკევებს რკინას, რომლის გამოყენება საკვებ დანამატებში შეიძლება.

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ცილის ფხვნილის გამოყენება უამრავ საკვებსა და სასმელში შეიძლება. მაგალითად, ის შეიძლება შეურიონ წვენს, ნაყინს ან შოკოლადის ფილას.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი