close
სტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა პლანეტა სატურნზე მომხდარი უცნაური მოვლენა ახსნეს

shutterstock_651297454

ბრიტანელმა მეცნიერებმა პლანეტა სატურნის ექვსკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს. კვლევის შედეგები Proceedings of the National Academy of Sciences-ზე გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ უცნაური მოვლენა აიხსნება ანტიციკლონის მოძრაობით და პლანეტის გარსში სითბოს გადაცემის პროცესებით.

კვლევაში ნათქვამია, რომ კონვექცია ჩნდება პლანეტის შიდა შრეებში, ხოლო ტურბულენტურობის შედეგად გიგანტური ქარბუქის სახით წარმოიქმნება ატმოსფერული მოვლენის რთული გეომეტრიული ფორმები.

ეს დასკვნა მეცნიერებმა, მას შემდეგ გააკეთეს, როცა ლაბორატორიაში სატურნის ექვსკუთხედის მოდელირება განახორციელეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი