close
ედიცინა

მეცნიერებმა გარდაცვლილი დონორის თვალი „გააცოცხლეს“

F5DF3C25-6573-4D56-9E05-71ACE3655CFD

ორგანოთა დონორებისგან აღებულმა თვალებმა დონორის გარდაცვალებიდან ხუთი საათის შემდეგ სინათლეზე რეაგირება მოახდინა, – ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს გაეღვიძებინათ მხედველობის რეცეპტორის უჯრედები ადამიანის მაკულაში. ეს არის ბადურის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ცენტრალური მხედველობაზე და ჩვენს უნარზე, დავინახოთ დეტალები და ფერი.
„ორგანოს დონორის გარდაცვალებიდან დაახლოებით ხუთ საათში მიღებულ თვალებში, ეს უჯრედები რეაგირებდნენ კაშკაშა შუქზე, ფერად შუქზე და სინათლის ძალიან მკრთალ ციმციმებზეც კი,” – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, დოქტორი ფატიმა აბასი, იუტას უნივერსიტეტის მორანის თვალის ცენტრიდან.
თავდაპირველად, მკვლევარმა ჯგუფმა შეძლო თვალში სინათლის მგრძნობიარე ნეირონების (ფოტორეცეპტორების) გამოცოცხლება, მაგრამ უჯრედები არ იყვნენ კავშირში ბადურის სხვა უჯრედებთან – თვალების უკან ქსოვილთან, რომელიც აგროვებს სინათლეს და აგზავნის გამოსახულებას ტვინში. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამის მიზეზი ჟანგბადის ნაკლებობა იყო. ოფთალმოლოგიისა და ვიზუალური მეცნიერებების ასისტენტ – პროფესორმა, დოქტორმა ფრანს ვინბერგმა აღმოაჩინა გზა ორგანოების დონორის თვალში ჟანგბადის აღსადგენად.
„ჩვენ შევძელით, რომ ბადურის უჯრედები „ესაუბრონ“ ერთმანეთს, ისე, როგორც ეს ხდება ცოცხალ თვალში. წარსულმა ჩატარებულმა კვლევებმა აღადგინა ძალზე შეზღუდული ელექტრული აქტივობა ორგანოების დონორ თვალებში, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა მიღწეული მაკულაში და არც ისე, როგორც ახლა ვაჩვენეთ“,- განაცხადა ფრანს ვინბერგმა.
კვლევის ავტორების განცხადებით, ახლა სამეცნიერო საზოგადოებას შეუძლია ადამიანის მხედველობის შესწავლა ისე, როგორც ეს შეუძლებელია ლაბორატორიულ ცხოველებთან მიმართებაში.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს მოტივაციას მისცემს ორგანოების დონორთა საზოგადოებებს, ორგანოთა დონორებს და თვალის ბანკებს და დაეხმარება მათ გააცნობიერონ ახალი საინტერესო შესაძლებლობები ამ ტიპის კვლევაში,“- აცხადებენ ისინი.

წყარო : nypost.com
მასალა მომაზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი