close
ამოგონება - ინოვაციას საინტერესოაედიცინა

მეცნიერებმა ბიონიკური თვალი შექმნეს, რომელსაც ტვინის იმპლანტის გამოყენებით მხედველობის აღდგენა შეუძლია

rwetwtwfg

მკვლევარებმა ბიონიკური თვალი შექმნეს, რომელსაც მათი თქმით, ტვინის იმპლანტის საშუალებით მხედველობის აღდგენა შეუძლია.

„მას შეუძლია მომხმარებელს დამატებითი შესაძლებლობები მისცეს შიდა და გარე გარემოში ორიენტაციაში უფრო მარტივად გარკვევისთვის, აგრეთვე მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანებისა და საგნების ადგილმდებარეობის შესახებ,“ – აცხადებენ ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერები.

სიბრმავეს უმეტეს შემთხვევაში მხედველობის ნერვების დაზიანება იწვევს, რომლებიც ბადურას ტვინთან აკავშირებს.

ხედვის ეს ახალი სისტემა, რომელსაც Gennaris უწოდებენ, გვერდს უვლის ასეთ დაზიანებას და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს უსინათლო ადამიანების მკურნალობის საშუალებას იძლევა.

Gennaris სისტემა შედგება თავზე დასამაგრებელი მოწყობილობისგან, რომელიც მოიცავს კამერას, უკაბელო გადამცემს და ხედვის დამამუშავებელ დანადგარს – აგრეთვე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კომპონენტებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს.

ამასთანავე საჭიროა ცხრა მილიმეტრიანი კვადრატული ფორმის ფილები, რომელთა ტვინში ჩასმა შესაძლებელია.

ვიდეო კამერა ათვალიერებს შინაარსს, რომელიც დასამუშავებლად  ხედვის პროცესორს ეგზავნება.

ამის შემდეგ მონაცემები უსადენოდ გადაეცემა თითოეულ ფილას, რომელიც მონაცემებს ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნის და ამ გზით მიკროელექტროდების საშუალებით ტვინს ასტიმულირებს.

სისტემა თავდაპირველად ცხვრებზე დატესტეს, კვლევის შედეგები კი ჟურნალ Journal of Neural Engineering-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი