close
ამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ავსტრალიაში ხელოვნური კანი შექმნეს

news-electronic-skin-masthead

ავსტრალიაში, RMIT-ის უნივერსიტეტის გუნდმა შეძლო ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოს, კანის პროტოტიპის შექმნა. მკვლევარებმა შექმნეს ადამიანის ელექტრონული ხელოვნული კანი, რომელიც პირდაპირ იმეორებს ადამიანის კანის ფუნქციას, ის შესანიშნავი სიზუსტით რეაგირებს ტკივილზე. როდესაც ტკივილი, სითბო და წნევა მიაღწევს დადგენილ ზღვარს ხელოვნური კანი მყისიერ სიგნალს აწვდის ტვინს.

კანი ადამიანის მოქნილი გარე საფარველია, რომელსაც მრავალი ფუნქცია აქვს, მათ შორის ტემპერატურის რეგულირების ფუნქცია, ის იცავს ქსოვილებს მიკროორგანიზმების, მავნე ნივთიერებებისა და რადიაციისგან. შესაბამისად იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში კანს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

აქამდე არ არსებობდა ელექტრონული ტექნოლოგია, რაც უშუალოდ გაიმეორებდა კანის ტკივილის შეგრძნებას და ინფორმაციას ტვინს გადასცემდა.  მეცნიერების ამ ახალმა გამოგონებამ შესაძლოა გზა გაუხსნას კანის გადანერგვის ახალ მეთოდს. ტრადიციული მეთოდის გამოყენება ხშირს შემთხვევაში არ არის შედეგიანი, რადგან არ მუშაობს ან სიცოცხლისუნარიანი არ აქვს. ახალმა ელექტრონულმა კანმა კი შესაძლოა მედიკოსებს მისცეს შესაძლებლობა არაინვაზიური ხერხით შეძლონ კანის გადანერგვა.

კანის პროტოტიპი დამზადებულია სილიკონის რეზინისაგან, იმეორებს ნამდვილი კანის ფუნქციურ თვისებებს და წელვადია, როგორც ადამიანის კანი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ტექნოლოგიურმა მიღწევამ შეძლო ელექტრონული სიგნალების რაღაც დონეზე იმიტაცია, ახალ ხელოვნურ კანს შეუძლია რეაგირება მოახდინოს რეალურ ტკივილზე, სიცივეზე, სითბოსა და წნევაზე და რაც მთავარია სწორი რეაგირება მოახდინოს.

ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურმა კანმა უკვე იცის განსხვავება თითის წვერის ბასრ საგანზე დადებასა და შემთხვევით საკუთარი თავისთვის მნიშვნელოვანი სახის ზიანის მიყენებას შორის, რაც აქამდე არ იყო მიღწერული ელექტრონულად.

ყარო: MRIT UNIVERSITY

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი