close
იოლოგიაამოგონება - ინოვაციაედიცინა

მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებისგან შემდგარი ემბრიონები შექმნეს

010-chimera-embryo-2

მეცნიერებმა ჩინეთში, კუნმინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აშშ-ის ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებთან ერთად შექმნეს ემბრიონები ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებით. ექსპერიმენტი ნამდვილად ინოვაციური და ამავე დროს საკამათოა.

სპეციალისტებმა ჩვენთან ევოლუციურად ბევრად ახლოს მდგომი სახეობის, კიბორჩხალაჭამია მაკაკის ჩართვა გადაწყვიტეს ექსპერიმენტში. მათ მაიმუნის თითოეულ ემბრიონში შეიყვანეს ადამიანის 25 პლურიპოტენციური უჯრედი. 132 ჩანასახიდან 10 დღის შემდეგ 103 მათგანი ისევ განაგრძობდა ჩამოყალიბებას. თუმცა, მე-19 დღემდე მხოლოდ სამმა ჩანასახმა მიაღწია და მეცნიერებმა წესის შესაბამისად გაანადგურეს.

ადამიანისა და ცხოველების ჰიბრიდების კვლევას საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია და 1970-იანი წლებიდან იწყება. მაგალითად, 2017 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველად ღორისა და ადამიანის ჰიბრიდული ემბრიონი.

მსგავსი კვლევები მიზნად ისახავს ორგანოების ტრანსპლანტაციის გამარტივებას. თუკი ეს ოდესმე შესაძლებელი იქნება, შეიძლება გადაიჭრას ადამიანის ორგანოთა უდიდესი დეფიციტის პრობლემა, რასაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტზე დაკვირვებით ბევრი საინტერესო რამ გამოავლინეს, რაც შემდგომში ეფექტიანი ექსპერიმენტების განხორციელებაში დაეხმარება მათ, თანაც ეთიკის ფარგლებში, რაც ბევრს აღელვებს კიდეც.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი