close
ამოგონება - ინოვაცია

მეცნიერების მტკიცებით, მსოფლიოს პირველ „ცოცხალ რობოტებს“ გამრავლება შეუძლიათ

453544r67tguy

ვერმონტის, ტაფტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების მკვლევარებმა ბაყაყის ემბრიონებიდან ცოცხალი ღეროვანი უჯრედების ამოღებით და ინკუბაციით “ცოცხალი რობოტები” შექმნეს. ამ „ცოცხალ რობოტებს“ "ქსენობოტებს" უწოდებენ, რადგან უჯრედები აღებულია აფრიკული ბაყაყის, ქსენოპუსის, ემბრიონებიდან. ქსენობოტების სიგანე მილიმეტრზე ნაკლებია. მანამდე, მეცნიერთა იმავე გუნდმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ შეიძლება ქსენობოტების დაპროგრამება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ისე, რომ მათ კონკრეტული ქმედება შეასრულონ. ახლა კი მეცნიერების მტკიცებით, მათ აღმოაჩინეს, რომ „ცოცხალ რობოტებს“ ასევე შეუძლიათ გამრავლება და ეს არის ბიოლოგიური გამრავლების სრულიად ახალი ფორმა, რომელიც განსხვავდება მეცნიერებისთვის ცნობილი ნებისმიერი ცხოველისა და მცენარის გამრავლების გზისგან. კვლევის თანაავტორი, ტაფტსის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ლევინი
განმარტავს, რომ ქსენობოტები არ მრავლდებიან ნორმალური ბიოლოგიური გზით.
ეს არ არის გამრავლება უჯრედის დონეზე. უჯრედები არ არის ის, რაც აქ მრავლდება. ეს არის თავად რობოტის გამრავლება ისე, რომ ქსენობოტები ქმნიან სხვა ქსენობოტებს. ისინი ამას აკეთებენ სრულიად ახლებურად, რადგან მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება ისე, როგორც ჩვეულებრივ ბაყაყს. ბაყაყები ასე არ
მრავლდებიან, მაგრამ მათ გამოიგონეს ახალი გზა ბოტის სტრუქტურის გამრავლების ფუნქციის განსახორციელებლად,“- აცხადებს პროფესორი. მისი მტკიცებით, იმის გამო, რომ უჯრედებს შეუძლიათ რაღაცის გაკეთება დაპროგრამების გარეშე, ისინი უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე ადამიანის მიერ აქამდე შექმნილი რობოტები, რომლებსაც, ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად, დაპროგრამება სჭირდებათ.

წყარო : www.euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი