close
ედამიწა

კუნძული, რომელზე ჩასვლაც აკრძალულია

Surtsey Island was formed by the eruption of undersea volcano

დედამიწაზე სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ადამიანს არ შეუძლია ჩასვლა, მათ შორის არის ისლანდიაში მდებარე ერთ-ერთი კუნძული, სახელად სურტსეი, რომელიც 1963 წელს წყალქვეშა ვულკანის 3.5 წლიანი ამოფრქვევის შედეგად წარმოიშვა. მას შემდეგ ეროზიამ შეამცირა კუნძულის სიმაღლე ზღვის დონიდან და შესაბამისად ფართობიც.

1963 წლიდან კუნძულზე სამეცნიერო სამუშაოები მიმდინარეობს და მკაცრი დაცვის ქვეშაა. მეცნიერებს აინტერესებთ როგორ განვითარდება ეკოსისტემა ადამიანის ჩარევის გარეშე. სურტსეიზე ჩასვლის უფლება არავის აქვს, გარდა მეცნიერებისა, ასევე აკრძალულია დაივინგი კუნძულის მიდამოებში და დათვალიერება მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელია. პირველი მცენარე კი, რომელიც კუნძულზე ადამიანის ჩარევის გარეშე გაიზარდა ხავსია და ყოველწლიურად ემატება ორიდან ხუთ ახალ სახეობამდე.

პირველი მეცნიერები კუნძულზე ჯერ კიდევ 1965 წელს ჩავიდნენ.  ამ დრომდე ადამიანის ჩარევა კუნძულის ეკოსისტემაზე რამდენჯერმე დაფიქსირდა. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როდესაც 1970-იან წლებში კუნძულის ნიადაგიდან პომიდვრის ყლოტრი ამოვიდა. მეცნიერებმა მცენარის წარმოშობის მიზეზი მალევე გაარკვიეს და დაუყოვნებლივ გაანადგურეს, რომ ნამდვილად უნიკალურ სამეცნიერო კვლევას საფრთხე არ დამუქრებოდა.

2008 წელს კუნძული სურტსეი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი