close
კვლევები

კვლევა – 80 წლის ანტიბიოტიკი, შესაძლოა, მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტური იყოს

ახალი კვლევის თანახმად, 80 წლის მივიწყებულმა ანტიბიოტიკმა შეიძლება მრავალი წამლისადმი რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციებისგან დაცვა უზრუნველყოს,.
ექსპერტების თქმით, აღმოჩენამ, შეიძლება, რთულად სამკურნალო და პოტენციურად ლეტალური ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი გზა დასახოს.
ნურსეოტრიცინი, ნიადაგის სოკოს მიერ წარმოებული ბუნებრივი პროდუქტი, რთული მოლეკულის მრავალ ფორმას შეიცავს, რომელსაც სტრეპტოტრიცინი ეწოდება.
სტრეპტოტრიცინი იყო მეცნიერების მიერ აღმოჩენილი პირველი ანტიბიოტიკი, რომელსაც ბაქტერიების მიმართ ძლიერი გრამუარყოფითი მოქმედება აღმოაჩნდა. 1940-იან წლებში მისმა აღმოჩენამ დიდი იმედები გააჩინა მასზე, როგორც ძლიერ გრამუარყოფით (ბევრი წამლის მიმართ რეზისტენტული) აგენტზე იმ ბაქტერიების წინააღმდეგ, რომელთა მოკვლა, სქელი გარე დამცავი ფენის გამო, სხვა ანტიბიოტიკებით განსაკუთრებით რთულია. თუმცა, ნურსეოტრიცინი ტოქსიკური იყო თირკმელებისთვის და მისი განვითარება შეწყდა. ახლა კი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ საკითხის გარშემო წარმოქმნილ პრობლემას უკეთესი გაწმენდა გადალახავს.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების ზრდამ  ახალი ანტიბიოტიკების ძიება გამოიწვია. სწორედ ამის გამო, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, კვლავ გადაეხედათ ნურსეოთრიცინისთვის.
პროდუქტის ადრეული კვლევების დროს სტრეპტოტრიცინების არასრული გაწმენდა ხდებოდა. უახლესი კვლევის მიხედვით, სტრეპტოტრიცინის სხვადასხვა ფორმას განსხვავებული ტოქსიკურობა აქვს. სტრეპტოტრიცინი-F მნიშვნელოვნად ნაკლებად ტოქსიკურია, მაგრამ მაინც ძალზე აქტიურია თანამედროვე მრავალი მედიკამენტის მიმართ რეზისტენტული პათოგენების მიმართ.
ახალ კვლევაში მკვლევარებმა დაახასიათეს ორი განსხვავებული სტრეპტოტრიცინის, D-სა და F-ის, მაღალგანწმენდილი ფორმების ანტიბაქტერიული მოქმედება, რენალური ტოქსიკურობა და მოქმედების მექანიზმი.
კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სტრეპტოტრიცინის D ფორმა მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ენტერობაქტერიების და სხვა ბაქტერიული სახეობების წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე F ფორმა, ის თირკმელებისთვის ნაკლებად ტოქსიკურია.
კვლევის შედეგები ჟურნალ Plos Biology-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response