close
კვლევები

კვლევა – რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი სიმწვანეში, მით ნაკლებია რეცეპტით გაცემული მედიკამენტების საჭიროების შანსი

ახალი კვლევის თანახმად, მწვანე სივრცეებში, როგორიცაა პარკები და ბაღები, დროის ხშირი გატარება, შესაძლოა, რეცეპტით გაცემული მედიკამენტების მოხმარების შემცირებას უწყობდეს ხელს.
ფინელმა მეცნიერებმა ჰელსინკის 6 000 მაცხოვრებლის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებიც მედიკამენტებს ისეთი ჩივილების გამო იღებდნენ, როგორიცაა შფოთვა, უძილობა, დეპრესია, მაღალი წნევა და ასთმა.
კვლევის მონაწილეები გამოკითხეს იმ მედიკამენტებთან დაკავშირები, რომლებსაც ისინი იღებდნენ, ასევე, რა მოცულობის “მწვანე და ლურჯი” (ბუნებრივი გარემო ხმელეთზე და ტბებთან, მდინარეებთან და ოკეანეებთან ახლოს) სივრცეების დანახვა შეეძლოთ სახლიდან, რამდენად ხშირად ხედავდნენ ამ ხედებს და რამდენად ხშირად ატარებდნენ დროს ან ვარჯიშობდნენ ამ სივრცეებში.
კვირაში ერთხელ ერთ კვირაზე ნაკლებ ვიზიტთან შედარებით, კვირაში სამი ან ოთხი ვიზიტი დაკავშირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის მედიკამენტების გამოყენების 33 პროცენტით, არტერიული წნევის წამლების გამოყენების 36 პროცენტით და ასთმის მედიკამენტების გამოყენების 26 პროცენტით შემცირებულ შანსებთან.
ეს მაჩვენებლები მცირდება 22 პროცენტამდე, 41 პროცენტამდე და 24 პროცენტამდე კვირაში სულ მცირე ხუთი ვიზიტის შემთხვევაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, თუ მწვანე მდელოს ან ტყის გვერდით ცხოვრობთ სახლიდან ამ ადგილების დათვალიერებას იგივე ეფექტი არ აქვს, რაც ბუნებაში გასვლა და იქ დროის გატარებას.
კვლევა ჟურნალ Occupational & Environmental Medicine-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

გაზიარება:
fb-share-icon0