close
ვლევებიედიცინა

კვლევა -პირბადის ტარება კორონავირუსის გავრცელებას კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმის დაწესებაზე მეტად უშლის ხელს

პირბადე

კორონავირუსი ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და პირბადის გამოყენება ადამიანიდან ადამიანზე გადატანის შესაჩერებლად ყველაზე ეფექტური გზაა, – ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

ტეხასელმა და კალიფორნიელმა მკვლევარებმა იტალიასა და ნიუ-იორკში კორონავირუსის გავრცელების იმ პერიოდის  ტენდენცია როდესაც პირბადის გამოყენება სავალდებულო არ იყო, იმ პერიოდისას შეადარეს, როდესაც მისი გამოყენება სავალდებულო გახდა და აღმოაჩინეს, რომ გავრცელების მრუდი მაშინ გაბრტყელდა, როცა პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

მეცნიერთა გათვლებით, პირბადის ტარებამ 6 აპრილიდან, ანუ იმ დღიდან, როცა პირბადის ტარება სავალდებული გახდა,  9 მაისამდე პერიოდში იტალიას ინფიცირების 78 000 შემთხვევა ააცილა, ნიუ-იორკს კი 17 აპრილიდან 9 მაისამდე – 66 000-ზე მეტი შემთხვევა.

„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება ადამიანთა შორის ვირუსის გავრცელების ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. და ეს პრაქტიკა სოციალური დისტანციის დაცვას, კარანტინის რეჟიმსა და კონტაქტების მოძიებასთან ერთად საუკეთესო საშუალებაა კოვიდ 19-ის პანდემიის შესაჩერებლად მანამ, სანამ ვაქცინა შეიქმნება,“- წერენ კვლევის ავტორები.

მათივე განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ როგორც ნიუ-იორკში, ასევე იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა კლება არა იზოლაციისა და კარანტინის დაწესების შემდეგ დაიწყო, არამედ იმ დღიდან, როდესაც პირბადეების ტარება სავალდებული გახდა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2