close
კვლევები

კვლევა: კატებს სახის 276 გამომეტყველება აქვთ🐱

ამერიკელმა მეცნიერებმა შინაური კატების ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს ამ ცხოველების სახეებზე 276 სხვადასხვა გამომეტყველება დააფიქსირეს. ამის შესახებ CNN-ი ჟურნალ Behavioural Processes-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

ტელეარხის ცნობით, კვლევა ბრიტანი ფლორკივიჩმა და ლორენ სკოტმა 2021-2022 წლებში, კალიფორნიაში ჩაატარეს. ისინი კატების ერთ-ერთ კაფეში მცხოვრებ 53 ცხოველს აკვირდებოდნენ. მეცნიერები ცხოველებს შორის კომუნიკაციას იღებდნენ და 194-წუთიანი ვიდეოკადრების ანალიზი ჩაატარეს. ბიოლოგიურ პროცესებთან (მთქნარება, სუნთქვა) დაკავშირებული კუნთების მოძრაობები კვლევაში ჩართული არ იყო.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატებს სახის ასობით განსხვავებული გამომეტყველება აქვთ და მათგან 45,7% მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, 37% კი აგრესიულს. ამასთან, იყო გამომეტყველები, რომელთა გაშიფვრაც მეცნიერებმა ბოლომდე ვერ შეძლეს.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ კატების კომუნიკაცია იმაზე რთულია, ვიდრე აქამდე გვეგონა“, – ამბობს ფლორკივიჩი.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ კატა მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, როდესაც ყურები და ულვაშები წინ აქვს წამოწეული, თვალები კი დახუჭული, მაგრამ როცა მას ყურები გაბრტყელებული აქვს, თვალის გუგები კი ვიწრო, ეს ნიშნავს რომ ცხოველი აგრესიულად არის განწყობილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response