close
კვლევები

კვლევა – არტერიული წნევის წამალმა ცხოველებში სიცოცხლე გაახანგრძლივა დადაბერების პროცესი შეანელა

კვლევამ აჩვენა, რომ ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო პრეპარატმა, რილმენიდინმა ჭიებში დაბერების პროცესი შეაჩერა. 

„პირველად, ჩვენ შევძელით ცხოველებში იმის ჩვენება, რომ რილმენიდინს შეუძლია გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა. ახლა  მზად ვართ გამოვიკვლიოთ, შეიძლება თუ არა რილმენიდინს სხვა კლინიკური გამოყენება ჰქონდეს“, – განაცხადა  დიდი ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტის მოლეკულურმა ბიოგერონტოლოგმა ჟოაო პედრო მაგალჰაესმა. 

შემდგომმა ტესტებმა აჩვენა, რომ კალორიების შეზღუდვასთან დაკავშირებული გენის აქტივობა შეინიშნებოდა იმ თაგვების თირკმელებისა და ღვიძლის ქსოვილებში, რომლებსაც მკურნალობდნენ რილმენიდინით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთი ცვლილება, რომელსაც კალორიების შეზღუდვა იწვევს ცხოველებში და ითვლება, რომ ჯანმრთელობისთვის გარკვეულ სარგებელს მოაქვს, ასევე ვლინდება ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო წამალთან, რომელსაც ბევრი ადამიანი უკვე იღებს.

კიდევ ერთი აღმოჩენა იყო ის, რომ რილმენიდინის ეფექტურობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ბიოლოგიურ სასიგნალო რეცეპტორს, სახელად nish-1-ს. ეს კონკრეტული ქიმიური სტრუქტურა შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და დაბერების შენელების სამომავლო მცდელობებში სამიზნე გახდეს. 

„აღმოვაჩინეთ, რომ რილმენიდინის სიცოცხლის ხანგრძლივობის გახანგრძლივების ეფექტი გაუქმდა, როდესაც nish-1 წაიშალა“, – განმარტავენ მკვლევარები. 

რაც რილმენიდინს დაბერების საწინააღმდეგო წამლის პერსპექტიულ კანდიდატად აქცევს არის ის, რომ მისი მიღება შესაძლებელია პერორალურად, უკვე ფართოდ არის დამტკიცებული და მისი გვერდითი ეფექტები იშვიათი და შედარებით რბილია. 

ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმის გასარკვევად, იმუშავებს თუ არა რილმენიდინი, როგორც დაბერების საწინააღმდეგო საშუალება  ადამიანებზე, მაგრამ ადრეული ამ ჭიებსა და თაგვებზე ჩატარებულ ცდებში დაფიქსირებული ნიშნები იმედისმომცემია. 

„ჩვენ ახლა ბევრად მეტი ვიცით იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია რილმენიდინს და როგორ მოქმედებს იგი. გლობალური დაბერებული მოსახლეობის პირობებში, დაბერების შეფერხების სარგებელი, თუნდაც მცირე, უზარმაზარია”, – აცხადებენ კვლევის ავტორები. 

კვლევა Aging Cell-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0