close
ვლევები

კვლევა – ადამიანები, რომლებსაც საჭიროზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ცხოვრებისგან ნაკლებ სიამოვნებას ღებულობენ

555

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ  ადამიანები, რომლებსაც საჭიროზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ცხოვრებისგან ნაკლებ სიამოვნებას ღებულობენ.

„ღამღამობით ძილის მცირე დარღვევებიც კი კვალს ტოვებს იმაზე, თუ როგორი რეაქცია აქვს ადამიაებს თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე,“- განაცხადა ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ნენსი სინმა.

კვლევის ფარგლებში სინმა და მისმა კოლეგებმა 33-დან 84 წლამდე ასაკის 2 000-მდე ზრდასრული ადამიანის გამოკითხვის შედეგები შეისწავლეს და მათი ძილის ხანგრძლივობის, ყოველდღიური სტრესისა და დადებითი და უარყოფითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია შეაფასეს.

აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც საჭიროზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ნაკლებ სიამოვნებას ღებულობენ ცხოვრების პოზიტიური მოვლენებისგან, როგორიცაა, მაგალითად ბუნებაში გასეირნება, ჩახუტება, მათთან შედარებით, ვისაც საკმარისად სძინავთ.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი ძილის შემთხვევაში ადამიანს პოზიტიური მოვლენები კიდევ უფრო უკეთესი ეჩვენება.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ ძილი ჩვენი ცხოვრების პრიორიტეტი იყოს, თუმცა, თანამედროვე ცხოვრების პირობებში ეს არცთუ იოლი შესასრულებელია. სტატისტიკის თანახმად, ამერიკელი ზრდასრული მოქალაქეების მესამედს რეკომენდირებულ 7-დან 9 საათამდე ნაკლებ ხანს სძინავს.

კვლევის შეეგები ჟურნა Health Psychology-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი