close
სტრონომია - კოსმოსი

ისტორია დაწერილია – 4 ადამიანი კოსმოსში გაფრინდა

89CBB1FD-7887-4A86-AA7D-AC2A48A0A9D5

4 სამოქალაქო პირის მოგზაურობა კოსმოსში – რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიის ახალი ფურცელი დაწერილია. “სპეის-იქსის” ორბიტალურმა ფრენამ სტარტი რამდენიმე საათის წინ ნასას კენედის აეროდრომიდან წარმატებით დაიწყო.

ეკიპაჟის წევრებს შორის არ არიან სამხედროები, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ჯგუფს ჯერედ ისააკმანი ხელმძღვანელობს. ის კომერციული კომპანიიის შიფტ-14-ის აღმასრულებელი დირექტორია.

ჯერედ ისააკმანი ამბობს, რომ ისტორიული ფრენა ქველმოქმედებისთვის იქნება გამოყენებული. მათი მიზანია წმინდა ჯუდის ბავშვთა საავადმყოფოს კვლევების დაფინანსებაში დეხმარონ. 4-კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სწორედ ამ საავადმყოფოს ექიმი ჰეილი არქენოა.

ჯგუფის წევრებს შორის ასევე არიან: საიან პროექტორი – გეომეცნიერი და კრის სემბროვსკი – ამერიკი საჰაერო ძალების ვეტერანი ინჟინერი. მათ ისტორიული ფრენის ბილეთი გათამაშებაში მოიგეს.

ელონ მასკის „სფეის-იქსი“ ორბიტალურ ფრენას ასრულებს, ანუ დედამიწას შემოუვლის. მოგზაურობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველ 90 წუთში ისინი დედამიწას წრეს დაარტყამენ.

ეს 2021 წლის განმავლობაში რიგით მესამე მილიარდერის მიერ დაფინანსებული კოსმოსური მოგზაურობაა, თუმცა წინა ორთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავებებით.

ბრიტანელი მილიარდერის „ვირჯინ გალაქტიკის“ და ამერიკელი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის „ბლუ ორიჯინის“ ფრენები სუბორბიტალური იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ დედამიწის ორბიტისთვის არ მიუღწევიათ, მხოლოდ რამდენიმე წუთით კოსმოსში იმოგზაურეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი