close
კოლოგია

ისლანდიაში ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამომტუმბავი უდიდესი ქარხანა გაიხსნა

1234

გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პრობლემები ყოველდღიურად გვახსენებს თავს და
მეცნიერებიც გავლენის შესამცირებლად თავდაუზოგავად შრომობენ. ერთ-ერთი ასეთი იშვიათი
ტექნოლოგია ნახშირორჟანგის ატმოსფეროდან ამოტუმბვაა, რაც მათი აზრით, გლობალური
დათბობის შესაჩერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ისლანდიაშიც სწორედ ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამომტუმბავი უდიდესი ქარხანა გაიხსნა,
სახელად Orca. ქარხანას ერთი წლის განმავლობაში შეუძლია 4 000 ტონა CO2 ამოიღოს, რაც
დაახლოებით არის 790 ავტომობილის წლიური გამონაბოლქვის ექვივალენტი.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს 31.5 მილიარდი ტონა
შეადგინა CO2-ის გამონაბოლქვმა. Orca-ს ქარხანა, რომელიც ისლანდიურ ენაზე ნიშნავს
ენერგიას, შედგება რვა უზარმაზარი კონტეინერისგან, რომლებშიც ჩამონტაჟებულია ფილტრები და
ვენტილატორები იმისათვის, რომ მოხდეს ნახშირორჟანგის ამოტუმბვა. იზოლირებულს კი უკვე
წყალს ურევენ და მიწის სიღრმეში ათავსებენ, სადაც დროთა განმავლობაში ქანად ყალიბდება.
ამჟამად მსოფლიოში მოქმედებს 15 მსგავსი ქარხანა, რომლებიც 9 000 ტონაზე მეტ CO2-ს ტუმბავენ
წელიწადში.

წყარო: reuters.com

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი