close
AMG

ინოვაციური შენობები ამერიკაში

gsdjfs

უახლოეს მომავალში მანჰეტენზე კიდევ ერთი ცათამბჯენი აღიმართება, რომელიც თავისი აგებულებით მსოფლიოში უნიკალური იქნება. ბერძენმა არქიტექტორმა იოანის ოიკონომუმ უცნაური, ამობრუნებული U- ფორმის შენობის პროექტი შეიმუშავა, რომლის ორივე ტოტის ჯამური სიმაღლეც 1 200 მეტრზე მეტი იქნება.

პროექტის სახელია „ბიგ ბენდ“ და მასში განლაგდება ლიფტები, რომლებიც ვერტიკალურის გარდა, ჰორიზონტალური მიმართულებითაც იმოძრავებს. ამ ეტაპზე პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის სახით არსებობს და მას ინვესტორი არ ჰყავს. შესაბამისად, ნიუ იორკში მისი მშენებლობის საკითხიც გადაწყვეტილი არ არის.

დღესდღეობით ნიუ იორკში ყველაზე მაღალი შენობაა სავაჭრო ცენტრი „ვან ვორლდ“ (მისი მშენებლობა 2014 წელს დასრულდა), რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპების ადგილზე აშენდა. ცათამბჯენის სიმაღლე 541 მეტრია. ეს არის შეერთებულ შტატებში უმაღლესი ცათამბჯენი. მეორე ყველაზე მაღალი ცათამბჯენია „პარკ ავენიუ“ (2015 წელი), რომლის უმაღლესი წერტილიც 432 მეტრის სიმაღლეზეა. იმავდროულად, ეს არის მსოფლიოში უმაღლესი საცხოვრებელი შენობა.  „სენტრალ პარკ ტაუერის“ ,  საპროექტო სიმაღლეც 472 მეტრია.

Hbr.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი