close
ემიგრანტი

“თქვენი თვითპრეზენტაცია გადამწყვეტია თქვენი განაცხადის წარმატებისთვის” – მარიამ შარანგია გლობალური “ტალანტ ვიზის” მფლობელია

რამდენიმე თვის წინ,  მარიამ შარანგიამ ბრიტანეთის გლობალური “ტალანტ ვიზა” მიიღო ციფრული ტექნოლოგიების განსაკუთრებული ნიჭის კატეგორიაში. “ტალანტ ვიზის” უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის იძლევა უფლებას, იმყოფებოდეთ და მუშაობდეთ ბრიტანეთში, კომპანიის სპონსორობის გარეშე.

მარიამმა “დოქტრინასთან” საუბრისას საკუთარ წარმატებასა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომლებსაც აღნიშნული ჯილდო ითვალისწინებს. მისი თქმით, ამ მხრივ წარმატების მისაღწევად თვითპრეზეტნაციას განსაკუთრებული როლი აქვს.

“როდესაც ბრიტანეთში სამუშაოდ გვინდა წამოსვლა, გვჭირდება სამუშაო ვიზა ე.წ. Skilled worker visa, რომლის მოცემაც/დაპონსორებაც ძირითადად მხოლოდ დიდ კომპანიებს შეუძლიათ, რადგან პატარა კომპანიებს არ აქვთ ამის რესურსი. ამას გარდა, ამ ვიზის გარეშე რთულია, ჩამოხვიდე ქვეყანაში და თავად სცადო ახალი სტარტაპის წამოწყება ან სხვადასხვა ინიციატივაში ჩართვა. “ტალანტ ვიზა” კი სწორად ამის საშუალებას იძლევა.

შეგიძლია, იმუშაოთ ისეთ პატარა კომპანიებში, რომლებსაც არ აქვთ ვიზის სპონსორობის საშუალება, თუმცა, თქვენთვის უფრო საინტერესოა. ასევე, შეგიძლიათ, თავად დაიწყოთ სტარტაპი ან ალტერნატიულად ბევრ საერთსორისო თუ ლოკალურ პროექტში იყოთ ჩართული ისე, რომ ცხოვრებდეთ ბრიტანეთში. ეს თავისუფლება საშუალებას გაძლევთ, ჩამოაყალიბოთ თქვენი კარიერის გზა თქვენი ხედვის მიხედვით, რომელიც შეუზღუდავი იქნება კონკრეტული დამსაქმებლის საჭიროებებისგან”.

როგორც მარიამი აღნიშნავს, გლობალური “ტალანტ  ვიზა” ადამიანებს ასევე სთავაზობს მკაფიო, გამარტივებულ და დასწრაფებულ გზას რეზიდენტურის სტატუსის უზრუნველსაყოფად, რაც, მისივე თქმით,  ხსნის უფრო მეტ შესაძლებლობას ქვეყანაში პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის.

მნიშვნელოვანია, სწორად მოხდეს აპლიკანტის მიღწევების გადმოცემა – იქნება ეს ჯილდოები, პრესის გაშუქება, კონფერენციაში ჩართულობა, ღონისძიების ორგანიზება თუ სხვა.

განაცხადის გაკეთებამდე რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, რომლებმაც დამარწმუნეს, რომ გლობალური “ტალანტ ვიზის” აღება სავსებით შესაძლებელია. თქვენი თვითპრეზენტაცია გადამწყვეტია თქვენი განაცხადის წარმატებისთვის”.

მარიამ შარანგიას თქმით, მისი განაცხადის მომზადებას დაახლოებით 2-3 კვირა დასჭირდა, მასში კი შემდეგ ინფორმაციას მოუყარა თავი:

• ჩემი განათლება

• პროფესიული მიღწევები

• მენტორობის გამოცდილება

• კონფერენციებსა და ვორქშოფებზე გამოსვლები

• პოტენციური რეკომენდატორები

• სასწავლო და საგანმანათლებლო გამოცდილება

• პრესის გაშუქება

„ჩემი განაცხადის უმეტესი ნაწილი ფოკუსირებული იყო ჩემი ნამუშევრების წარმოდგენაზე სოლიდური მტკიცებულებებით და მის გამყარებაზე სარეკომენდაციო წერილებით.

“ვფიქრობ, რომ “ტალანტ ვიზა” დამეხმარება,  თავად წარვმართო ჩემი კარიერული გზა, ჩემი ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით, კომპანიის სპონსორობის გარეშე,  რაც თავისთავად გულისხმობს მეტ შესაძლებლობას და მრავალფეროვან არჩევანს”, – ამბობს მარიამი ჩვენთან საუბრისას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response