close
სტორიაულტურა

ერთადერთი სერიოზული გამოკვლევაა საბჭოთა ფილოსოფიურ ლიტერატურაში – სავლე წერეთლის “ დიალექტიკური ლოგიკა”

BDC7D58A-AD09-4C74-88A0-BC260B448886

ერთ-ერთი ცნობილი ფილოსოფოსი სავლე წერეთელი დაიბადა 1901 წლის 1 თებერვალს,ამბროლაურის რაიონის სოფელ ჯვარისაში. დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო.1930 წელს დამთვარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1934 წელს ასპირანტურა ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით.1948-1953 და 1957-1960 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი იყო, რომლის შექმნასა და ორგანიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი იყო მრავალმხრივი მკვლევარი, ფართო დიაპაზონის მეცნიერი, მაგრამ მისი დამსახურება განსაკუთრებით მნიშვნელობანია დიალექტიკური ლოგიკის დარგში. მეცნიერის კაპიტალური ნაშრომი „დიალექტიკური ლოგიკა“,რომელიც ცნობილია უსასრულო დასკვნის თეორიის სახელწოდებით, ერთადერთი სერიოზული გამოკვლევაა საბჭოთა ფილოსოფიურ ლიტერატურაში. იგი ქართულ მეცნიერებას 35 წელი ემსახურა. 1977 წელს ნაშრომისათვის „დიალექტიკური ლოგიკა“ მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოვებული იყო წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენებითა და ოთხი საბრძოლო მედლით. იგი თვლის, რომ ლოგიკა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, ეს არის დიალექტიკური ლოგიკა, რომლის დაბალ საფეხურს ფორმალური ლოგიკა წარმოადგენს. მათემატიკური ლოგიკა მათემატიკური დისციპლინაა. დიალექტიკური ლოგიკა ონტოლოგიური მეცნიერებაა. ფორმალური ლოგიკა სასრულის ლოგიკას წარმოადგენს, დიალექტიკური ლოგიკა კი არის უსასრულოს ლოგიკა, რომელიც უზოგადესი ცნებების-კატეგორიების – საშუალებით ხორციელდება და შინაარსეული ხასიათი აქვს. არსებობს ორი ტიპის კატეგორიები: ლოგიკური კატეგორიები და ლოგიკურის კატეგორიები. ლოგიკურის კატეგორიის უარყოფა შეუძლებელია, ვიანიდან მისი უარყოფა მასვე ასაბუთებს. დიალექტიკური ლოგიკა აგებულია ამ ტიპის კატეგორიებზე. იგი ასე განსაზღვრავს დიალექტიკური ლოგიკის საგანს: “ლოგიკა არის მეცნიერება აზრის მოძრაობა– განვითარების ობიექტურ ფორმათა შესახებ”. ამ იდეის დასაბუთბას სავლე წერეთელმა მრავალი გამოკვლევა და მონოგრაფია მიუძღვნა.

მასალა მოამზადა : ლალი კიკვაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი