კოსმონავტები, რომლებმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რეკორდულად დიდი დრო გაატარეს, დედამიწაზე დაბრუნდნენ.
BBC-ს ინფორმაციით, ოლეგ კონონენკომ და ნიკოლაი ჩუბმა პლანეტის ორბიტაზე 374 დღე გაატარეს. ამ დროის განმავლობაში 60 წლის კონონენკომ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – ის გახდა ადამიანი, რომელმაც ჯამში კოსმოსში ყველაზე მეტი დრო გაატარა – 1 111 დღე 5 მისიის ფარგლებში.
კოსმონავტები დედამიწაზე ხომალდ „სოიუზით“, ყაზახეთის ტერიტორიაზე დაეშვნენ. მათთან ერთად პლანეტაზე დაბრუნდა Nasa-ს ასტრონავტი ტრეისი დაისონი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: