close
ს საინტერესოა

დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარდიის ჯარისკაცის ქუდის ისტორია

d4eb07af3d92061e46b7b23ab31efeb1

ერთ-ერთი პირველი, რაც დიდ ბრიტანეთზე გაგვახსენდება სამეფო გვარდიის ჯარისკაცები არიან, რომლებიც ბუკინგემის სასახლის წინ და სხვა სამეფო რეზიდენციებში მუდმივად ჩუმად დგანან და დედოფლის სამეფო რეზიდენციას იცავენ.

გვარდიელები წითელი ფერის ტანისამოსში და ქუდით საათების განმავლობაში დგაგან.  ქუდი უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ გვარდიის ისტორია XVII საუკუნიდან იწყება და ნაპოლეონის ომებთან არის დაკავშირებული. სწორედ ფრანგ მეომრებს ეხურათ დათვის ტყავისგან დამზადებული ქუდები, რომ უფრო მაღლები გამოჩენილიყვნენ. ბრიტანელმა ჯარისკაცებმა კი პირველად 1815 წელს მოირგეს, როდესაც ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის საფრანგეთის საიმპერატორო გვარდიის დამარცხება შეძლეს.

ბრიტანეთის სამეფო გვარდიელების ქუდი დათვის ტყავისგან არის დამზადებული, ის კანადური შავი დათვის ბეწყვისგან მზადდება, ხოლო ოფიცრებისთვის განკუთვნილი ქუდები კანადური მურა დათვის ბეწვისგან. ბრიტანეთი ყოველწლიურად 100 ტყავის ქუდს იღებს, ოსტატები 50-დან 100-მდე დათვის ტყავს ამუშავებენ.

მრავალი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო და ბრიტანეთის არმია ცდილობდა ახალი ბეწვის სინთეზური ალტერნატივა შეექმნათ. არსებობს მოსაზრება, რომ ტყავის ბეწვის ჩანაცვლება უკვე მოხერხდა ნეილონით, მაგრამ თავდაცვის მინისტრის სპიკერი ამბობს, რომ უამრავი ალტერნატიული მასალიდან არცერთი მათგანი მიუახლოვდა დათვის ბეწვის ბუნებრივ თვისებებს და ალტერნატივა ნაპოვნი ჯერ არ არის.

 

წყარო: LONDONIST

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი