close
მიგრანტი

დემნა გვასალიამ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო მიიღო

1636619273_618cd6b9f0fec

10 ნოემბერს ნიუ-იორკში ამერიკული მოდის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება გაიმართა, სადაც ერთ-ერთ გამარჯვებულად ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დასახელდა.

CFDA Awards, იგივე ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო, “მოდის ოსკარებადაა” ცნობილი და სწორედ ამ გავლენიან დაჯილდოებაზე გაიმარჯვა დემნა გვასალიამ: ქალის სამოსის წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის ნომინაციაში ბალენსიაგასთან თანამშრომლობის გამო გადაეცა ჯილდო.

მასთან ერთად ამ კატეგორიაში წარდგენილნი იყვნენ Prada-ს მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი, Jacquemus-ს სიმონ ჟაკმუსი, Bottega Veneta-ს დენიელ ლი და Valentino-ს პიერპაოლო პიჩოლი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დემნა გვასალიამ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო მიიღო: პირველად 2017 წელს დააჯილდოვეს, როცა იგი Balenciaga-სთან ერთად Vetements-საც ხელმძღვანელობდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი