close
კოლოგია

დელიში ჰაერის დაბინძურების გამო კენტი ნომრის მანქანები კენტ, ლუწი კი ლუწ რიცხვში იმოძრავებენ

shutterstock_765550819

ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში ავტომობილების რაციონულად გამოყენების სისტემა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, 4-დან 15 ნოემბრამდე ლუწი ნომრების მქონე მანქანები ლუწ რიცხვებშ, ხოლო კენტი ნომრების მქონე ავტომობილი კენტ რიცხვებში იმოძრავებენ. ეს სისტემა ინდოეთში 2016 და 2017 წელს წარადგინეს, თუმცა უცნობია რამდენად შეიძლება გამოსადეგი და ეფექტური იყოს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

დელიში ჰაერში უმცირესი ზომის მყარი შეწონილი ნაწილაკის PM2,5-ის კონცენტრაცია რეკომენდებულზე მაღალ ნიშნულზეა.

კვირას, დელიში ჰაერის ხარისხი “საშიშ” კატეგორიას გაუტოლდა, რის გამოც სკოლები დაიკეტა, გადაიდო 30-ზე მეტი ავიაფრენა, სამშენებლო სამუშაოები კი შეჩერდა, რადგან ქალაქი სმოგში გაეხვა – შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში. დელის ოფიციალურმა უწყებებმა ჯანდაცვის კუთხით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 15 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 14 ინდოეთში მდებარეობს. სმოგთან დაკავშირებული დაავადებები ქვეყანაში ყოველწლიურად მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა