close
საქართველო

დავით ბორჩხაძის ფილმმა “მეზობელი” ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

38 წლის ქართველი რეჟისორის, დავით ბორჩხაძისა და Metro Production-ის ფილმმა “მეზობელი” ლოს-ანჯელესის საერთაშორისო ფიკოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და მსოფლიოს გარშემო საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმებს აერთიანებს. ფილმმა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ ნომინაციაში უკვე გაიმარჯვა, ერთ-ერთია ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, ასევე “St Andrews Film Festival”, სადაც ორ ნომინაციაში დასახელდა – საუკეთესო დრამატურგია და საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი.
დავით ბორჩხაძის კარიერის ისტორიაში “მეზობელი” მეორე ფილმია, რომელზეც უმუშავია. პირველი ფილმი იყო 2010 წელს გადაღებული “სეზონი”.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Leave a Response