ახალი კვლევების თანახმად, დაბინძურებულ მდინარეებში თევზები შესაძლოა მეტამფეტამინზე გახდნენ დამოკიდებულები იმ დონემდე, რომ სტიმულანტის მოძებნის აქტიურ მცდელობებსაც მიმართონ.
გამოყენების შემდეგ მეტამფეტამინი საკანალიზაციო სისტემის გავლით მდინარის წყალს უერთდება გამწმენდი ნაგებობით. წყლებში გაზრდილი კონცენტრაციის გამო დაინტერესდნენ გამოიწვევდა თუ არა ეს რაოდენობა დამოკიდებულებას თევზებში.
ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდა, რომ მეტამფეტამინის მცირე რაოდენობაც კი შეიძლება იყოს საკმარისი დამოკიდებულების გამოსაწვევად. თუმცა, Live Science-ს ექსპერტის თქმით, საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვს იმის სათქმელად, რომ მართლაც დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება ექსპერიმენტის მიმდინარეობას, კვლევა ყავისფერ კალმახზე ჩატარდა. მკვლევრებმა 60 კალმახი მოათავსეს სუფთა წყალში, 60 კი ლიტრზე 1 მიკროგრამი კონცენტრაციის მქონე მეტამფეტამინით შეზავებულ ავზში. თევზები წყალში გააჩერეს ორი თვის განმავლობაში, რათა დაბინძურებული წყლის სიმულაცია შეექმნათ. შემდეგ მოიფიქრეს ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც, თევზებს შეეძლოთ აერჩიათ რომელ წყალში იცურებდნენ, სუფთაში თუ კონცენტრირებულში. თევზებმა, რომლებიც აქამდე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მეტამფეტამინიან წყალს მიანიჭეს უპირატესობა, რაც ნარკოტიკზე მიჩვევის ნიშნად იქნა აღქმული.
თუმცა, მიჩვევა რამდენიმე დღეში ქრება, რის გამოც მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულება არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ მეტამფეტამინი ცვლის ცხოველთა ქცევას.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”