close
მიგრანტი

ბოლივუდური ოცნება – ბოლივუდის ქართველ ვარსკვლავი დავით მანუჩაროვი

6_4

ალბათ ბავშვობაში უმრავლესობას გვიოცნებია ბოლივუდის ან ჰოლივუდის ვარსკვლავი გავმხდარიყავით. ეს ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით. გაგაცნობთ ბოლივუდის ქართველ ვარსკვლავს დავით მანუჩაროვს, პროფესიით ეკონომისტს და მორაგბეს, რომელსაც  ფილმში ათობით მილიონი მნახველი ყავს. დავითი ბოლივუდში აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით, საქართველოში გადაღებების დროს  იყო მისული გადაღებაზე  სხვა სახის სამსახურის მისაღებად, თუმცა ქასთინგის წარმომადგენლებს ის პირველივე დანახვისთანავე მოეწონათ და როლზე ყოველგვარი სინჯის გარეშე დაამტკიცეს, რის შემდეგაც მოუწია ინდოეთში გაფრენა. მას ინდოეთში გადასაადგილებლად დაცვა დაყვება.  დავითი ამბობს, რომ   დიდი მუშაობა არის საჭირო თითოეული როლისთვის, გადაღებების დაწყებამდე აუცილებლად გავდივართ პრაქტიკებს, რომ გადაღების დროს ყველაფერი წესრიგში იყოს. მაშტაბური გადაღებები არის ბოლივუდში და ყველა მცირე როლის მქონე მსახიობიც კი ყურადღებით ეკიდება საკუთარ როლს, რაც ყველაზე მთავარი და აუცილებელია. დისციპლინა მაღალ დონეზეა. ხეშეწყობა დიდი არის გადასაღებ მოედანზე ყველა ნუანსი ისე არის გათვალისწინებული რომ მართლაც იმ ეპოქაში გეგონება თავი და გრძნობ რომ იმ სამყაროს ნაწილი ხარ. ამჟამად ვმუშაობ ისტორიულ ფილმზე, რომელიც ეხება ელიზაბეტ დედოფლის ალმასების ისტორიას, სადაც ვთამაშობ ალმასების დამცველის როლს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი