close
რქეოლოგიასტორია

ბაბილონელები პითაგორას თეორემას პითაგორამდე 1000 წლით ადრე იყენებდნენ

dgtryu7654tr76564rtedf

3 700 წლით დათარიღებული ფირფიტით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბაბილონელებმა პითაგორას თეორემა პითაგორამდე 1 000 წლით ადრე იცოდნენ.
ფირფიტის სახელია Si.427 და მას უძველეს დროში იყენებდნენ საზღვრების ზუსტად გასავლებად. ფირტიტაზე მათემატიკური ცხრილი ამოტვიფრულია ლურსმნულით და გვაძლევს ინფორმაციას, თუ როგორ შექმნას ზუსტი მართკუთხა სამკუთხედი. ფირფიტა ნამდვილად წარმოადგენს გამოყენებითი გეომეტრიის უძველეს ნიმუშს.
Si.427 ფრანგული ექსპედიციის ფარგლებში იქნა ნაპოვნი ერაყის ტერიტორიაზე 1894 წელს, ამჟამად სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. თუმცა, მეცნიერებმა მისი ამოხსნა ახლახან შეძლეს.
ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა, დენიელ მესნფილდმა 2017 წელს აღმოაჩინა ფირფიტა იმავე პერიოდიდან, სახელწოდებით Plimpton 322 და კიდევ ერთი ცხრილით. თუმცა, მხოლოდ Si.427-ის სამეულების ნახვის შემდეგ გახდა შესაძლებელი იმის მიხვედრა, რომ ბაბილონელები ელემენტარულ ტრიგონომეტრიულ თეორიებს მიწის ნაკვეთების გასანაწილებლად იყენებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მიწის გაყოფის მიზეზები Si.427-ზე ნათელი არ არის, მესნფილდი მიიჩნევს, რომ მასზე აღნიშნულია დავა საზღვარზე არსებული ფინიკის პალმების გამო. დიდი ხნის მანძილზე არსებობდა მოსაზრება, რომ ბერძნებმა მათემატიკური სწავლება ეგვიპტელებისგან, ეგვიპტელებმა კი ბაბილონელებისგან მიიღეს. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თეორიული განათლების დონე.

წყარო:eurekalert.org
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი