close
ობოტექნიკა

ახალ ზელანდიში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პირველი პოლიციელი იმუშავებს

ar6o1cmo

ახალ ზელანდიაში, ქალაქ უელინგტონში 2020 წლის 17 თებერვლიდან ნაციონალური პოლიციის შტაბ-ბინაში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პირველი პოლიციელი იმუშავებს, – ამის შესახებ techcult წერს.

პოლიციელი, სახელად ელა, ხელოვნური ინტელექტია, რომელიც IT კომპანია Intela AI და Soul Machines-მა შექმნეს. ელას არ აქვს სხეული, არ შეუძლია ქუჩებში პატრულირება, თუმცა მოსაუბრეებთან მოთმინებით და კეთილგანწყობით გამოირჩევა.

ელამ იცის, თუ როგორ უნდა წარმართოს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებთან. ის იყენებს მიმიკას და საუბრისას ემოციებს გამოხატავს. მას შეუძლია კონსულტაციის გაწევა პოლიციის საბაზო მომსახურებაზე. სხვადასხვა სამსახურებთან დაკავშირება, ასევე შეუძლია ინფორმაციის მიღება.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ პოლიციელს იურიდიულ და პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა არ ექნება, რადგან ამ ინფორმაციის დამუშავებას სპეციალური ცოდნა სჭირდება. ელა ჯერ ვიწრო სპეციალისტია, რომელიც განსაზღვრულ დავალებებს ასრულებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2