close
დედამიწაეკოლოგიასაქართველო

ახალციხეში წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოინადირა, რომლის წონამ 30 კგ შეადგინა.

“სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response