close
ედიცინა

აშშ-ში 27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან გოგონა დაიბადა

_115772246_gibson5

აშშ-ში, ტენესის შტატში, 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს 27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან მოლი გიბსონი დაიბადა. ამით მან სულ რაღაც ერთი თვის ასაკში მსოფლიო რეკორდი მოხსნა, რომელიც აქამდე მის დას, ემას ეჭირა – მისი ემბრიონი 24 წლის განმავლობაში იყო გაყინული.

ემბრიონი, რომლისგანაც მოლი დაიბადა, 27 წლის წინ – 1992 წლის ოქტომბერში – გაყინეს და ამ მდგომარეობაში 2020 წლის თებერვლამდე ინახებოდა. თებერვალში ის ტენესიში მცხოვრებმა ოჯახმა იშვილა, რომელიც უშვილობისგან წლები იტანჯებოდა. გაყინული ემბრიონისგან დაორსულების პრაქტიკაზე მათ თავისი მშობლებისგან გაიგეს, რომლებმაც ამის შესახებ ადგილობრივ საინფორმაციოში მოისმინეს. “სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენი ისტორია მსოფლიოს გავუზიაროთ, ჩემს მშობლებს ამის შესახებ ტელევიზიით რომ არ გაეგოთ, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით” – ამბობს მოლი გიბსონის დედა.

გაყინული ემბრიონიდან პირველად ბავშვი 1978 წელს დაიბადა, ამ დროისთვის კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალშობილების 1% სწორედ გაყინული ემბრიონიდან ჩნდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი