close
ვლევებიედიცინა

აშშ-ში ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს

thumb6-2

a

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტი ადუკანუმაბი დაამტკიცა, რომლის მწარმოებელია კომპანია „ბიოგენი.“

პრეპარატი, რომელიც ბაზარზე ადუჰელმის სახელით გაიყიდება, ახალ იმედს აძლევს ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მეგობრებსა და ოჯახებს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი წამლის მონიტორინგს მაშინაც გააგრძელებენ, როდესაც ის აშშ-ს ბაზარზე გამოვა. სააგენტომ მედიკამენტი იმ პირობით დაამტკიცა, რომ კომპანია კლინიკურ კვლევას კიდევ ერთხელ ჩაატარებს. ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ განაცხადა, რომ ადუკანუმაბის  ფასი წელიწადში  56 000 აშშ დოლარი, თითოეული ინფუზიის ფასი კი – 4 312 აშშ დოლარი იქნება.

FDA-ის ცნობით, ორგანიზაცია მხარს უჭერს წამლის ბაზარზე განთავსებას, რადგან ის ამცირებს ამილოიდებს – მავნე ცილას, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების ტვინის მუშაობას აფერხებს.

ალცჰაიმერის დაავადება არის პროგრესული ნეიროდეგენერაციული აშლილობა, რომელიც ნელ-ნელა ანადგურებს მეხსიერებას და აზროვნების უნარს. ალცჰეიმერის ასოციაციის შეფასებით, ალცჰეიმერის დაავადებით ამჟამად 6 მილიონზე მეტი ამერიკელი ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 13 მილიონამდე გაიზრდება.

წყარო : fda.gov , bloomberg.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი