close
ედიცინა

აშშ-მა და კანადამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყეს

3434

შეერთებული შტატები მეორე ქვეყანა გახდა გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, სადაც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და გერმანული BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყეს.

მოქალაქე, რომელსაც ვაქცინაცია აშშ-ში ერთ-ერთ პირველს ჩაუტარდა, მედდა სანდრა ლინდსია.

„თავს კარგად ვგრძნობ. არაფერი მტკივა, არ ვგრძნობ დაღლილობას, არ მტკივა სახსრები და კუნთები. ჩემთან აცრას გვერდითი მოვლენები არ ჰქონია“, – განაცხადა ლინდსმა.

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასული კვირის პარასკევს გასცა.

აშშ-ში აპრილამდე 100 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია კანადაშიც დაიწყო. პირველი მოქალაქე, რომელსაც ქვეყანაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს მოხუცებულთა სახლის თანამშრომელი ანიტა ქუიდანგენია. მას ვაქცინაცია ტორონტოს ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა.

ქვეყანაში, პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის მუშაკებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების ვაქცინაცია იგეგმება.

კანადა მიმდინარე კვირაში ვაქცინის 30 000 დოზას მიიღებს, წლის ბოლომდე კი ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 249 000 დოზა იქნება ხელმისაწვდომი.

ვაქცინაზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ აჩვენა, რომ ის დაინფიცირებისგან ადამიანების 95%-ს იცავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი