close
ედამიწაკოლოგია

ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 18.3°C დაფიქსირდა!

datboba-758×398

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციამ (WMO) ხუთშაბათს ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაადასტურა – ეს არის ანტარქტიდის კონტინენტზე ამჟამად არსებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც 18.3 გრადუსს აღწევს. ეს მაჩვენებელი გასული წლის 6 თებერვალს არგენტინის სამეცნიერო სადგურზე Esperanza დაფიქსირდა.

“ამ მაქსიმალური ტემპერატურის ჩანაწერის გადამოწმება მნიშვნელოვანია, რადგან ის ამინდისა და კლიმატის ერთიანი სურათის შექმნაში გვეხმარება. ეს ახალი ჩანაწერია, შესაბამისად, კლიმატის ცვლილებებთანაა დაკავშირებული და მასზე დაკვირვება აუცილებელია “ – განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა პეტერ ტაალსმა.

საგულისხმოა, რომ ანტარქტიდის ნახევარკუნძული უკვე 50 წელია, ყველაზე სწრაფი გათბობის რეგიონებში მოიაზრება, რაც დაახლოებით 3 გრადუსის მატებას უკავშირდება. მართალია, გასულ წელს უფრო დიდ ტემპერატურაზეც, კერძოდ, 20.75°C-ზეც საუბრობდნენ, მაგრამ WMO-მ ეს მონაცემები უარყო, რადგან გარკვეული შეცდომებით იყო გამოწვეული. ანტარქტიდის კონტინენტის წინა დამოწმებული ჩანაწერი – 2015 წლის 24 მარტს Esperanza-ში დაფიქსირდა და 17.5°C იყო.

გადამოწმების პროცესი

ორი ახალი ტემპერატურის ჩანაწერების შემოწმების პროცესში, WMO-ს კომიტეტმა ნახევარკუნძულზე ამინდის ვითარება განიხილა. შედეგად აღმოჩნდა, რომ მაღალი წნევის სისტემამ ე. წ. კატაბატური ქარები წარმოქმნა, რაც ხელს უწყობს ზედაპირის დათბობას. თანაც, როგორც წარსული შეფასებები გვიჩვენებს, ასეთი პირობები ხელსაყრელია რეკორდული ტემპერატურის წარმოსაქმნელად.

ახალი მონაცემები არქივში შევიდა, როგორც რეკორდული მაჩვენებელი. არქივი მოიცავს მსოფლიოში ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ ტემპერატურას, ნალექებს, ძლიერ სეტყვას, ყველაზე ხანგრძლივ სიმშრალეს, ყველაზე დიდ ელვას და ა.შ.

გლობალური დათბობის პრობლემები

ანტარქტიდაში საშუალო წლიური ტემპერატურა მინუს 10°C-დან მინუს 60°C-მდე მერყეობს. ამასთან, XIX საუკუნის შემდეგ დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 1°C-ით გაიზარდა, რაც გვალვების, სიცხეებისა და ტროპიკული ციკლონების ინტენსივობის გაზრდისთვის საკმარისია.

ამის პარალელურად, ანტარქტიდაზე ტემპერატურის დათბობა ორჯერ მეტი იყო. ბოლოდროინდელმა კვლევებმა კი დაადასტურა, რომ ორი გრადუსის ტემპერატურის მატებასაც კი შეუძლია ყინულის დნობის გამოწვევა. “მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ დაკვირვების, პროგნოზირების და ადრეული გამაფრთხილებელი სისტემების გაძლიერება იმ უკიდურეს მოვლენებზე რეაგირებისთვის, რომლებიც გლობალური დათბობის გამო, სულ უფრო ინტენსიურ სახეს იღებს” – ამბობენ მეცნიერები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი