close
ვლევებიედიცინასოფლიო

ამომწურავი ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

052120_EG_covid-mutations_inline-2-680×375

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ, COVID-19-ის ახალი ფორმით არის გამოწვეული.

როგორც ჰენკოკი აცხადებს, ვირუსის ახალი ფორმა განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დომინირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ვირუსის ახალი ტიპის შესახებ ინფორმირებულია.

|რამდენად საშიშია კოვიდის ახალი ფორმა – რას ამბობენ მეცნიერები

ბირმინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, ალან მაკნალის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია კოვიდის ახალი ტიპი იწვევს თუ არა ვირუსის მძიმე ფორმებს ან აჩქარებს თუ არა კორონავირუსის გავრცელების ტემპს.

„ნუ ჩავვარდებით ისტერიკაში. უზარმაზარი ძალისხმევაა მიმართული ვირუსის ამ ვარიანტის დასახასიათებლად და იმის დასადგენად, თუ საიდან წარმოიშვა. აუცილებელია მშვიდი და რაციონალური ხედვა, რადგან ეს ვირუსის ნორმალური ევოლუციაა. ჩვენ ველით, რომ ახალი ვარიანტები გაჩნდება და დროთა განმავლობაში გაქრება“,- ამბობს ალანი.

ვირუსის ახალი ფორმის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დავუკვირდეთ რამდენად იქონია მან გავლენა ვირუსის ქცევაზე.

„ნებისმიერი „ახალი შტამისა“ და „ახალი ფორმის“ დასადგენად აუცილებელია დავსვათ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – შეიცვალა ვირუსის ქცევა? ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსები მუტაციას ყოველთვის განიცდიან, ეს მათთვის დამახასიათებელია.

ახალი ვარიანტის გამოჩენამ მოიტანა შიში, მაგრამ არა პასუხი კითხვაზე. მეთ ჰენკოკმა თქვა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შემთხვევების სწრაფ გავრცელებას უკავშირდებოდეს. მას არ უთქვამს, რომ ამის მიზეზი ნამდვილად ვირუსის ახალი ფორმაა. მას არ უთქვამს ისიც, რომ ახალი ფორმის გამო ვირუსი უფრო მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ახლა ყველგან შემაშფოთებელ სათაურებს ვხვდებით, მაგრამ არ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულებები“,- ვკითხულობთ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამომწურავი ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

Imperial College London-ის ინფექციონისტის, ვენდი ბარკლეის განცხადებით, მუტაციები ვირუსის რეპლიკაციის (გაორმაგება) გამო სრულიად მოსალოდნელია.

„პირველ რიგში აუცილებელი ჩავწვდეთ რა შედეგი მოიტანა ვირუსის გენომის ცვლილებამ დაავადებაზე, გადაცემასა და იმუნურ რეაქციაზე“,- ამბობს ის.

სამეცნიერო ორგანიზაციის, Wellcome Trust- ის დირექტორის, ჯერემი ფარარის თქმით, ვირუსის ახალი შტამის გამოჩენამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ Covid-19-ის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის.

„თვითკმაყოფილების დრო არ არის. მზად უნდა ვიყოთ, რომ ახალ გამოწვევებს ვუპასუხოთ. პანდემია  ჯერ არ დასრულებულა. უნდა ველოდოთ, რომ მომავალშიც იქნება მსგავსი „სიურპრიზები“, რომელმაც, შესაძლოა, პანდემიის განვითარებაზე ზეგავლენა იქონიოს“,- აღნიშნავს ფარარი.

ნოტინჰემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის პროფესორი, ჯონათან ბოლი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ვირუსის გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებამ, შესაძლოა, ვირუსს „საშუალება მისცეს“ უფრო მეტად გავრცელებადი გახდეს და მკურნალობასა და ვაქცინებს არ დაექვემდებაროს.

თუმცა, როგორ ბოლი აღნიშნავს, ზოგიერთ ცვლილება ვირუსზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს.

„დიდ ბრიტანეთში ახალი შემთხვევების მატება, შესაძლოა, ვირუსის ახალ ფორმას საერთოდ არ უკავშირდებოდეს. აუცილებელია  კარგად შევისწავლოთ ვირუსის გენეტიკური ცვლილება, რათა გავიგოთ რამდენად ცვლის ის ვირუსის ქცევას. სანამ ამას არ გავაკეთებთ, მანამდე ნებისმიერი მტკიცება ვირუსის ცვლილების პოტენციურ გავლენებზე ნაადრევია“,- ამბობს ჯონათან ბოლი.

|რას ამბობს WHO?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე.

„ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს მუტაცია განსხვავებულად იქცევა. თუმცა, სიტუაციის შეფასებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყურადღებით ვაკვირდებით, ექნება თუ არა მუტაციას ცვლილებები, რამაც შეიძლება ანტისხეულები გაანეიტრალოს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ.

ამომწურავი ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

 

WHO-ს საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, ამგვარი მუტაცია ვირუსებში საკმაოდ ხშირია.

„არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო მომაკვდინებელია ან უფრო ადვილად ვრცელდება ადამიანებს შორის“,- აღნიშნა რაიანმა.

მომზადებულია BBC-ის, Independent-ისა და ABCNEWS-ის მიხედვით

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი