close
ედიცინააქართველო

ამირან გამყრელიძე: ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ძლიერდება

gamyreliZe

ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ძლიერდება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენციისას ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც ეს კვლევა ჩატარდა 2018 წელს, შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა. ამ სახელმწიფო პროგრამით 2019 წელს 504 ბავშვი და მათი ოჯახის 692 წევრი გამოიკვლიეს, შესაბამისი რჩევა-დარიგებებით, შესაბამისი პრეპარატების მიცემით, სადაც საჭირო იყო. 2020 წელს ეს პროგრამა უფრო გაფართოვდა და გრძელდება. დღეს ამ პროგრამით ორიდან შვიდ წლამდე 1 500-მდე ბავშვია უკვე გამოკვლეული, ასევე, მათი ოჯახის წევრები.პროგრამა გრძელდება და ასევე, ძლიერდება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შესაბამისი ლაბორატორიული სიმძლავრეები ორგანიზმში ტყვიის გამოსაკვლევად. მოგეხსენებათ, ტყვია პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ერთ თვეში, ერთ წელიწადში არ ხდება. მას დრო სჭირდება და ვფიქრობთ, რომ სწორ გზაზე ვართ. ჯერჯერობით, კვლევებით, ბავშვებში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით რადიკალური შემცირების ტენდენცია არ არის, მაგრამ იგივე დონეზე ვრჩებით, დაახლოებით მსუბუქი მატება გვაქვს, სადღაც 25-30 პროცენტში“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2